22 - 23 ოქტომბერს ბრიუსელში, ევროკომისიის კვლევებისა და ინოვაციების დირექტორატის ორგანიზებით გაიმართა EURAXESS-ის წევრი ქვეყნების წარმომადგენლობითი კონფერენცია, საქართველომ პირველად მიიღო მონაწილეობა მმართველი საბჭოს სხდომაში. EURAXESS-ში საქართველოს წარმომადგენელმა, რუსთაველის ფონდის გენერალურმა დირექტორმა ზვიად გაბისონიამ კონფერენციაზე წამოაყენა ევროკავშირის მეცნიერების ახალი, Horizon Europe-ის სამეცნიერო პოლიტიკის შემუშავებისას აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის ცალკე საგრანტო პროექტების გამოყოფის საკითხი, ასევე ისაუბრა EURAXESS-ის პლატფორმაზე მონაწილე წევრთა სამეცნიერო ფონდებისთვის ცალკე სივრცის გამოყოფის თემაზე, სადაც სამეცნიერო ფონდებს ექნებათ საშუალება უფრო მჭიდრო კავშირი ჰქონდეთ ერთმანეთთან და ერთობლივად შეძლონ „მეცნიერების მენეჯმენტის“ (“Science Management”) სისტემის გაძლიერება.
ასევე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარდგინებით, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი, პროფ. ზვიად გაბისონია, ევროკომისიის შესაბამისი სტრუქტურების მიერ არჩეული იქნა ევროკავშირის სამი ორგანიზაციის - ევროპული კვლევების ინოვაციების სივრცის კომიტეტის (ERAC- The European Research Area Committee), კვლევითი ინფრასტრუქტურის ევროპის სტრატეგიული ფორუმის(ESFRI – European Straregy Forum on Research Infrastructures) და ევროკავშირის EOSC (European Open Science Cloud)-ის მმართველთა საბჭოს წევრად და საქართველოს წარმომადგენლად. ERAC(The European Research Area Committee)- ევროპული კვლევების ინოვაციების სივრცის კომიტეტი წარმოადგენს მთავარ საკონსულტაციო ორგანოს ევროკავშირის სამეცნიერო პოლიტიკის, კვლევებისა და ინოვაციების პოლიტიკის შემუშავებისა და მხარდაჭერის მიმართულებით. ESFRI (European Straregy Forum on Research Infrastructures) - კვლევითი ინფრასტრუქტურის ევროპის სტრატეგიული ფორუმი წარმოადგენს ევროკავშირისსტრატეგიულ ორგანოს, რომლის მიზანია ევროკავშირის და ასოცირებული ქვეყნების, სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარება-მხარდაჭერა. EOSC (European Open Science Cloud)- ევროკომისიის პროგრამაა, რომლის ამოცანაა ძვირადღირებული საერთაშორისო სამეცნიერო ბაზების ჩანაცვლება ხელმისაწვდომი და უფასო სამეცნიერო ბაზებით წევრი ქვეყნებისთვის.