საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა განათლების საერთაშორისო ცენტრის 2019 წლის შემაჯამებელი ღონისძიება გახსნა. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი და საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, თამარ ქიტიაშვილმა, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) წარმომადგენლებთან ერთად, პროფესიული განათლების საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები შეაჯამა.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში გოდერძი ჩოხელის სახელობის ლიტერატურული კონკურსის „ერთგულება“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილეებმა ნუნუ მიცკევიჩმა და ეკატერინე დგებუაძემ კონფერენცია „უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის რეფორმა და განვითარების შესაძლებლობები“ გახსნეს.
ჟენევაში, მსოფლიო ბირთვული კვლევების ცენტრში (CERN) საინტერესო შეხვედრა გაიმართა ფიზიკით დაინტერესებულ ქართველ ახალგაზრდებსა და ცენრში მოღვაწე ქართველ მეცნიერებს შორის.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ტექსტილის მიმართულებით მომუშავე კომპანიების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს, რომელზეც სექტორში არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, ეკატერინე დგებუაძემ, ორგანიზაციის „ინოვაციები ინკლუზიური საზოგადოებისთვის“ თანადამფუძნებელ, მაია ბაგრატიონ-გრუზინსკთან და „საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის“ წარმომადგენელთან, ირმა ხაბაზთან ერთად კონფერენცია „სკოლაში ტრანზიციის მხარდაჭერა ყველა ბავშვისთვის“ გახსნა. ღონისძიებას ასევე თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი, კახაბერ გვანცელაძე ესწრებოდა.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, თამარ ქიტიაშვილმა, „ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემიაში“ გამართული ოლიმპიდის მონაწილეების ნამუშევრები დაათვალიერა და გამარჯვებულები დააჯილდოვა.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ კოლეჯ „სპექტრის“ 62 წარმატებულ კურსდამთავრებულს ბრიტანული საერთაშორისო საგანმანათლებლო ორგანიზაციის (BTEC) მიერ ავტორიზებული საერთაშორისო პროფესიული პროგრამების დიპლომები გადასცეს
ზუსტ და საბუნებისმეტყველო საგნების ოლიმპიადებში გამარჯვებული, ბაქსვუდის სამეცნიერო სკოლის მონაწილე საუკეთესო მოსწავლეები და მათი პედაგოგები შვეიცარიაში, ბირთვული კვლევების ევროპულ ცენტრში (CERN) იმყოფებოდნენ.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, თამარ ქიტიაშვილი, სახელმწიფო პროფესიული კოლეჯების დირექტორებს შეხვდა. აღნიშნული შეხვედრის ფარგლებში სისტემაში მიმდინარე ცვლილებები და სამომავლო გეგმები განიხილეს.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა არტემ ერქომაიშვილის სახელობის პრემიის გადაცემის საზეიმო ცერემონიალში მიიღო მონაწილეობა. მინისტრმა სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას და ხაზი გაუსვა ქართული პოლიფონიისა და საგალობლების შესწავლისა და პოპულარიზაციის მნიშვნელობას ახალგაზრდა თაობაში.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილმა TAIEX-ის (ევროკომისიის ტექნიკური დახმარებისა და ინფორმაციის გაცვლის ინსტრუმენტი) პროგრამის ფარგლებში, ექსპერტთა მისია გახსნა თემაზე: ,,საგანგებო სიტუაციების დროს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი და მოძრავი ძეგლების დაცვა და რისკების მართვა“.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტროს მოადგილე, თამარ ქიტიაშვილი კოლეჯში „აისი“ პროფესიული უნარების განვითარების პროგრამის მიმდინარეობას გაეცნო
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძე და საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი კრისტიან ურსე „ევროპული მემკვიდრეობის შემოქმედთა კვირეულის“ გამარჯვებულებს შეხვდნენ და მათ მადლობის სიგელები გადასცეს.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ნუნუ მიცკევიჩმა, სამინისტროსა და საქართველოს უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან ერთად სამუშაო შეხვედრა გამართა საქართველოში საფრანგეთის ელჩთან დიეგო კოლასთან და საელჩოს სხვა წარმომადგენლებთან.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძემ ნორვეგიის დელეგაციის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა ინკლუზიური განათლების მიმართულებით საქართველოსა და ნორვეგიას შორის არსებული თანამშრომლობის გაღრმავება და სამომავლო გეგმების განსაზღვრა.
მიმდინარე, შემოდგომის სემესტრში პროფესიული უნარების განვითარების 250 საორიენტაციო და 27 სასერტიფიკატო კურსში საქართველოს 378 საჯარო სკოლის მე-8-12 კლასის მოსწავლეები არიან ჩართულნი.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ბულგარეთის მთავრობისა და გაეროს ბავშვთა ფონდის პარტნიორობის შედეგად საქართველოში სკოლის მიღმა დარჩენილი ყველაზე დაუცველი ბავშვებისა და მოზარდებისთვის ხარისხიანი განათლება ხელმისაწვდომი გახდება;
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხადაჭერითა და კომპანიის „Trifecta’ კოორდინაციით, ერთთვიანი კამპანია მიმდინარეობს, რომლის მიზანია რეგიონებში სხვადასხვა სამიზნე ჯგუფების ინფორმირება იმ საგანმანათლებლო სერვისებზე, რასაც პროფესიული განათლების სისტემა საქართველოს მოსახლეობას სთავაზობს.
მედიასაშუალებებისთვის განკუთვნილი კულტურისა და ხელოვნების საკითხებზე მომზადებული ნამუშევრებისთვის დაჯილდოვდნენ: მესამე ადგილი - “ღამე მუზეუმში“ საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, მეორე ადგილი - თამარ ტოჩილაშვილი - „ორი ახვლედიანი“ გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი, ხოლო პირველი ადგილი - სალომე გვიჩიანი - „ბიენალე“ საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი.
გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მცირე საგრანტო პროექტის ფარგლებში - ,,პროფესიული განათლების მიღების შესაძლებლობების გაძლიერება შიდა ქართლის მხარეში" მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანის №1 საჯარო სკოლში დეკორატიული მებაღეობის პროგრამის ელემენტების შეტანა დაიწყო.
„საქართველოს ყრუთა კავშირისა“ და მსოფლიო ყრუთა ფედერაციის (WFD) ორგანიზებით, საერთაშორისო ფორუმი „გაგება და გამოყენება“ გაიმართა. ფორუმი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ, ,,საქართველოს ყრუთა კავშირის“ პრეზიდენტთან ამირან ბატატუნაშვილთან და მსოფლიო ყრუთა ფედერაციის პრეზიდენტთან ჯოზეფ მიურეისთან ერთად გახსნა.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ლევან ხარატიშვილმა შეხვედრა გამართა „მეხსიერებისა და სოლიდარობის ევროპული ქსელის“ ხელმძღვანელ პირებთან. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და ქსელს შორის სამომავლო თანამშრომლობის გაფართოვების საკითხებს, მათ შორის, ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობას, საქართველოს ჩართვასა და მონაწილეობას ქსელის მიერ სამომავლოდ დაგეგმილ გამოფენებსა და სიმპოზიუმებში.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორთან სებასტიან მოლინეუსთან, რომელსაც განათლების სხვადასხვა სფეროს მიმართულებით მიმდინარე და დაგეგმილი ცვლილებები გააცნო.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ნორვეგიის კულტურული მემკვიდრეობის დირექტორატთან თანამშრომლობით, შეიმუშავა და დანერგა კულტურული მემკვიდრეობის ერთიანი გეოგრაფიული საინფორმაციო ბაზა და პორტალი.
2019 წლის 18-19 ნოემბერს საქართველოში პირველად გაიმართა დუალური პროფესიული განათლების პროგრამის „კულინარიის ხელოვნება“ საკვალიფიკაციო გამოცდა სახელმწიფო კოლეჯების „ბლექსისა“ და „ახალი ტალღის“ 21 პროფესიული სტუდენტისათვის.
მწერალთა სახლში გაიმართა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის „ლეონარდო და ვინჩი“ გამოფენა და დაჯილდოების საზეიმო ცერემონია.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი პირველ სამუშაო დღეს სამინისტროს თანამშრომლებს შეხვდა და მათ სამომავლო გეგმები გააცნო.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ირინე აბულაძე, 2018-2019 სასწავლო წლის ეროვნული სასკოლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა.
1 ნოემბერს,
19:00 საათზე, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში (მის.:
სანაპიროს 4)
გაიმართაალექსანდრე ყაზბეგის კრებულის
„ნაცნობი და უცნობი ყაზბეგი“ პრეზენტაცია.
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი ევროპულ სამეცნიერი ინსტიტუციებთან - ESF-სა და Euroscience -თან თანამშრომლობის ახალი ეტაპი დაიწყო.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი და საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, მარიამ ჯაში ბირთვული კვლევების ევროპულ ცენტრის (CERN) დირექტორს ფაბიოლა ჯიანოტის შეხვდნენ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, განათლების სფეროს წარმომადგენლებს, მოწვეულ სტუმრებსა და მედიას, სისტემის სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია გააცნო.
ათასწლეულის გამოწვევების ფონდმა ინოვაციების კონკურსის გამარჯვებულები გამოავლინა. პირველი ადგილზე გიმნაზია AIA GESS-ის პროექტი "რობოტი ლაბორანტი" გავიდა. პროექტის ავტორი მოსწავლეები აშშ-ში NASA-ს კოსმოსურ ცენტრში გაემგზავრებიან და საგანმანათლებლო პროგრამაში მიიღებენ მონაწილეობას.
პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია მიმდინარეობს პროფესიულ კოლეჯში „მერმისი“, სადაც განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი რეგისტრაციის პროცესს გაეცნო, მომავალ სტუდენტებს შეხვდა და სასწავლო გარემო დაათვალიერა.
კავკასიის უნივერსიტეტი ფუნქციონირებას ახალ, სრულიად განახლებულ სასწავლო კორპუსში აგრძელებს. უნივერსიტეტი ინფრასტრუქტურითა და აღჭურვილობით, ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე და მასშტაბურია საქართველოში, აღსანიშანვია, რომ თავად შენობა, 1909 წელს არის აშენებული და აქ წლების მანძილზე მთელი კავკასიის მასშტაბით ცნობილი სასწავლო დაწესებულებები ფუნქციონირებდა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი და მისი მოადგილეები, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების მეცნიერებების სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების სტუდენტებს შეხვდნენ. შეხვედრაზე ახალგაზრდებს განათლებისა და მეცნიერების სფეროში მიმდინარე და დაგეგმილი სიახლეები გააცნეს. საუბარი შეეხო, როგორც ზოგადი, ისე პროფესიული და უმაღლესი განათლების მიმართულებებს, რის შემდეგაც შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში გაგრძელდა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ თვალადში ახლადაშენებული საჯარო სკოლა მოინახულა. სკოლის მშენებლობა გასულ წელს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ განხორციელდა.
ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი თანამშრომელ ქალბატონებს შეხვდა და 8 მარტი მიულოცა. მინისტრმა მადლობა გადაუხადა მათ სისტემის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის და მომავალი წარმატებები უსურვა. მიხეილ ჩხენკელმა ასევე ის ქალი თანამშრომლები დააჯილდოვა, რომლებიც სამინისტროში 30 და მეტი წელია სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობენ და ერთგულად, მაღალ პროფესიონალურ დონეზე ასრულებენ მოვალეობებს.
დედის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი იმ პედაგოგებს შეხვდა, რომელთა შვილებიც სხვადასხვა პროფესიაში წარმატებულნი არიან. მინისტრმა დედის დღე მიულოცა მოწვეულ ქალბატონებს, მადლობა გადაუხადა მათ და პროფესიაში წარმატება უსურვა.
„ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა - საქართველო“ 2017 წელს განხორციელებული საქმიანობის, მიღწევებისა და შედეგების პრეზენტაცია გამართა.
ღონისძიება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეტ რუდმა, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ და ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორმა ჯენერ ედელმანმა გახსნეს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში საერთაშორისო სიმპოზიუმში მიიღო მონაწილეობა.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 100 წლის იუბილეს რამდენიმე ღონისძიებით აღნიშნავს. საიუბილეო ღონისძიებებში მსოფლიოს 50-მდე ქვეყნის წამყვანი უნივერსიტეტების და საერთაშორისო ორგანიზაციების დელეგაციები, საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები იღებენ მონაწილეობას.
სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტისა (SDSU) და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლობის ფარგლებში ოთხსართულიანი, 4750 კვადრატული მეტრის ახალი საგანმანათლებლო შენობა აშენდა ვაკის პარკთან, ჩოლოყაშვილის ქუჩაზე. დღეს საზეიმოდ აღინიშნა ახალი კამპუსის კარკასის დასრულება.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატთან, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან და ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლასთან თანამშრომლობით, იწყებს თეატრალურ კონკურსს „ჩემი ქართული როლი“.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის ინიციატივით პედაგოგებთან შეხვედრების ციკლი „მოვუსმინოთ მასწავლებლებს“ დაიწყო. პირველი შეხვედრა მინისტრმა საქართველოს სკოლების იმ წარმატებულ პედაგოგებთან გამართა, რომლებიც მიმდინარე სასწავლო წელს გამორჩეულად აქტიურები იყვნენ, ზრუნავდნენ საკუთარ პროფესიულ განვითარებაზე და საკლასო ოთახში, მოსწავლეებთან მუშაობაში ხელშესახებ შედეგებს მიაღწიეს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) ხელშეწყობით, საპილოტე რეჟიმში ახორციელებს პროექტს, რომლის მიზანია ზოგადსაგანმანათლებლო კომპონენტის შეტანა პროფესიულ სწავლებაში.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასი წლისთავის აღსანიშნავად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უნივერსიტეტს სამასზე მეტი სტუდენტისთვის განკუთვნილი ევროპული სტანდარტების საბინაო კომპლექსი გადასცა, სადაც სტუდენტებს, მათ შორის, რეგიონებიდან ჩამოსულ ახალგაზრდებს, საინტერესო ცხოვრების, სპორტული აქტიურობის, შემოქმედებითი დასვენების, ახალი მეგობრების შეძენისა და ცხოვრებისეული გამოცდილების გამდიდრების შესაძლებლობა ექნებათ.
ინოვაციური იდეების წახალისებისა და ტექნოლოგიური მიმართულებების განვითარების საკითხებზე სპეციალური საბჭო იმუშავებს, რომლის პირველი სხდომა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში ჩატარდა. საბჭოს შექმნის მიზანია საქართველოში ტექნოლოგიური მიმართულებით განათლების ხარისხის გაუმჯობესება და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება, თანამედროვე ტექნოლოგიების საგანმანათლებლო პროგრამებთან ინტეგრირების ხელშეწყობა.
ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლამ, რომელიც სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამებით, ხელს უწყობს ეთნიკური უმცირესობების სამოქალაქო ინტეგრაციას, გაწეული საქმიანობის პრეზენტაცია გამართა.
მოზარდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის მხარდამჭერი პროექტის „დავისვენოთ და ვისწავლოთ ერთად“ ფარგლებში, კახეთის, ქვემო ქართლისა და იმერეთის რეგიონების მცირეკონტიგენტიანი სკოლების მე-7, მე-8 და მე-9 კლასების 450 მოსწავლისთვის, დაბა ბაკურიანში სამთო-სათხილამურო სპორტული სკოლა ხორციელდება, რომელიც მიზნად ისახავს სამთო-სათხილამურო სპორტის პოპულარიზაციას მოსწავლეებში.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი და USAID-ის მისიის ხელმძღვანელი, თბილისის 45-ე საჯარო სკოლაში, საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტის (G-PriEd) ფარგლებში მომზადებულ გაკვეთილებს დაესწრნენ.
ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ სრულად რეაბილიტირებული ახალციხის N1 და ვალეს N1 საჯარო სკოლები განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, იან კელიმ და ათასწლეულის გამოწვევის ფონდის - საქართველო აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემსაზეიმოდ გახსნეს.
უსაფრთხო და ჯანსაღი გარემოს უზრუნველსაყოფად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის ინიციატივით, შეხვედრების ციკლი „მოვუსმინოთ მოსწავლეებს“ დაიწყო.
,,სოციალური ინკლუზიის“ პროგრამის ფარგლებში განხორციელებული პროექტების შემაჯამებელი კონფერენცია გაიმართა. კონფერენციის მიზანი იყო საგანმანათლებლო დაწესებულებებში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოზარდებისთვის კეთილგანწყობილი გარემოს შექმნის მიზნით განხორციელებული პროექტების შედეგების გაცნობა და საქართველოში მცხოვრები ბოშებისა და მესხების ისტორიის, ყოფისა და კულტურის შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა კონფერენცია "შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2017 წლის საქმიანობის შედეგები და სამომავლო პერსპექტივები" გამართა.
საქართველო-გერმანიას შორის განათლებისა და მეცნიერების სფეროში აქტიური თანამშრომლობა იყო მთავარი თემა გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს მიხეილ ჩხენკელსა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩს საქართველოში დოქტ. ჰაიკე ფაიჩს შორის გაიმართა.
საქართველოს განათლებისა
და მეცნერების მინისტრი ბატონი მიხეილ ჩხენკელი საინიციატივო ჯგუფს შეხვდა, რომლის
შემადგენლობაშიც შედიოდნენ სპეციალური მასწავლებლები, სპეციალურ მასწავლებელთა ასოციაციის
ხელმძღვანელი და მშობელი. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ინკლუზიურ განათლებაში არსებულ
გამოწვევებსა და კონკრეტულად, სპეციალური მასწავლებლის პროფესიის განვითარების საკითხებს.
ათასწლეულის ინოვაციის კონკურსსათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან თანამშრომლობით ახორციელებს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენელთან საქართველოში ლაილა ომარ გადთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა, სადაც განხილული იქნა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და გაერო-ს ბავშვთა ფონდს შორის არსებული თანამშრომლობა და მისი შემდგომი გაძლიერების პერსპექტივები.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის ყოფილ წარმომადგენელს და ამჟამად, ნიდერლანდებში მდებარე საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის “Aflatoun International” აღმასრულებელ დირექტორს როლანდ მონაშს შეხვდა.
პროფესიულ კოლეჯებში 2017 წლის საშემოდგომო მიღებაზე ჩარიცხული სტუდენტებისთვის სწავლა დაიწყო. სწავლის დაწყება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა პირადად მიულოცა პროფესიული კოლეჯის „აისი“ სტუდენტებს და მათთან ერთად, წარმატებები უსურვა 8 000-დე პირველკურსელს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი აშშ-ის ელჩს საქართველოში იან კელის შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით არსებულ ორმხრივ ნაყოფიერ თანამშრომლობას. განსაკუთრებული აქცენტი ამერიკის მთავრობის ინვესტიციის მნიშვნელობასა და საქართველოში ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) აქტივობებზე გაკეთდა.
ათასწლეულის გამოწვევის ფონდის პროექტის „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ საგრანტო კონკურსის ფარგლებში, საზოგადოებრივი კოლეჯი „სპექტრი“ უახლესი სტანდარტების ლაბორატორიებით აღიჭურვა.
კომპანია „კნაუფის“ ბაზაზე სასწავლო ცენტრი გაიხსნა, სადაც განათლების მიღებისა და გადამზადების ნებისმიერი მსურველი უსასყიდლოდ მიიღებს სპეციალურ პროფესიულ განათლებას მშრალი და ტრადიციული მშენებობლობის სხვადასხვა დარგში.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრში 21-22 ნოემბერს კონფერენცია იმართება თემაზე „განათლება დემოკრატიული მოქალაქეობისათვის და ადამიანის უფლებების სწავლება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელ დირექტორთან მაგდა მაღრაძესთან და აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელთან ჯენერ ედელმანთან სამუშაო შეხვედრა გამართა. მინისტრმა მათ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ძირითადი პრიორიტეტებსა და მიმართულებებზე თავისი ხედვა გააცნო.
უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, მიხეილ ჩხენკელი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინაშე გაწეული განსაკუთრებული დამსახურებისა და ნაყოფიერი ორგანიზაციული საქმიანობისთვის ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედლით დაჯილდოვდა.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პირველი საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია "კონკურენციის პოლიტიკა: თანამედროვე ტენდენციები და გამოწვევები“ გაიხსნა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა და ჩეხეთის რესპუბლიკის განათლების, ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ დანა პრუდიკოვამ განათლებისა და მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის შეთანხმებას მოაწერეს ხელი და დაწყებითი, ზოგადი, პროფესიული, უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების სფეროებში მჭიდრო თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვეს.
საქართველოს განათლებისა
და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი პირველ სამუშაო დღეს, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა
და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარეს მარიამ ჯაშს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი განათლებისა
და მეცნიერების სფეროში არსებულ გამოწვევებზე
წარიმართა. ამ მიმართულებით იყო აზრთა თანხვედრა
და შეთანხმება, რომ პრობლემის მოგვარებისა და ახალი ინიციატივების განხორციელების კუთხით,
სამინისტრო გააგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას კომიტეტთან.