პრესტიჟული ფაკულტეტები აღარ დაფინანსდება
გაზეთი: ”კვირის პალიტრა”
21-28 თებერვალი
ავტორი: იზო რიკაძე
”სიახლეების გენერატორი” განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ისე მუშაობს, რომ მასწავლებლებს, სტუდენტებს, მოსწავლეებსა და მათ მშობლებს მოწყენის საშუალებას არ აძლევს. მინისტრი დიმიტრი შაშკინი ცოტა ხნის წინ ლონდონში იმყოფებოდა და საქართველოში ახალი ამბებით დაბრუნდა:
-დღეს ბაზარზე 900-მდე სახელმძღვანელო გვაქვს. არის საგნები, სადაც ერთდროულად ოცამდე სახელმძღვანელოა, რაც ქაოსსა და გაუგებრობას ქმნის. ბავშვი ერთ წელს ერთი, მეორე წელს მეორე ავტორის სახლემძღვანელოთი სწავლობს. 1 მარტიდან ახალი სახლმძღვანელოების მიღებას ვიწყებთ. არ დავმალავ, გრიფირება იქნება ძალიან მკაცრი, რადგან ჩვენი მიზანია, კარგი სახელმძღვანელოების შერჩევა. I-დან VI კლასის ჩათვლით მოსწავლეები ერთი ავტორის ან ავტორთა ჯგუფის მიერ შედგენილი სახელმძღვანელოების სერიით ისწავლიან. სახელმძღვანელოებს, რომელთაც გრიფი მიენიჭება, 5 წლის განმავლობაში არ შეიცვლება.
მომავალი წლიდან ინგლისური ენის სწავლება I კლასიდან გახდება სავალდებულო. იმიტომ, ინგლიურ ენაში იქნება 12 დონე და შესაბამისად, 12 სახელმძღვანელო. მასწავლებლებს შესაძლებლობა ექნებათ მოსწავლეს მისი დონის შესაბამისი სახალმძღვანელოდან მისცენ დავალება. კლასები გაიყოფა ორ ნაწილად: ძლიერ და სუსტ ჯგუფებად. ეს საშუალებას იძლევა, არ დაიჩაგროს არც სუსტი და არც ნიჭიერი ბავშვი.
მიუხედავად ჩვენი სპეციალისტების დიდი პატივისცემისა, ვერავინ დამაჯერებს რომ ჩენ უკეთ დავწერთ ინგლისური ენის სახელმძღვანელოს, ვიდრე ოქსფორდის ან მაკ მილანის გამომცემლობები. მაკ მილანის გამომცემლობება საუკუნეების გამავლობაში მუშაობს სახელმძღვანელოებზე იმ მოსწვალეებისათვის, რომელთათვისაც ინგლისური მეორე ენაა და არა მშობლიური. თუმცა, პრობლემა იყო წიგნის მაღალი ფასი - 26 ლარი. ბაზარზე ეს წიგნები 40 ლარამდე ღირდა. შესაბამისად, ამ წიგნებით მხოლოდ ელიტური კერძო სკოლები სწავლობდნენ. გასულ კვირას ლონდონში მოვაწერეთ ხელი მემორანდუმს, რომლის თანახმადაც, მაკ მილანმა აიღო ვადებულება, რომ მათ მიერ მომზადებული წიგნი არ ეღირება 10 ლარზე მეტი. მნიშვნელოვანია ისიც, რომ მაკ მილანიყველა ქართველ ინგლისურის მასწავლებელს უფასოდ მისცემს არა მხოლოდ სახელძვანელოს და დამხმარე ლიტერატურას (რუქები, აუდიო დისკები, მეთოდოლოგიური სახელმძღვანელოები და ვიზუალური მასალა) არამედ, უფასოდ გადაამზადებს ზაფხულში. სახელმწიფოს ეს არაფერი არ დაუჯდება.
აცხადებდით, რომ სახელმწიფოს არაფერი დაუჯდებოდა ინგლისურენოვანი პედაგოგების ჩამოყვანა, მაგრამ 10 მილიონიანი პროექტია.არ მითქვამს, რომ ეს არაფერი დაუჯდებოდა სახელმწიფოს, მე მხოლოდ იმას ვამბობდი, რომ ინგლისურენოვან მასწავლებლებს ხელფასს არ ვუხდიდით, თუმცა, მათ ვუნაზღაურებთ მგზავრობის საფასურს. ავიაბილეთები 2 ლარი ხომ არ ღირს? იმისათვის, რომ ჩვენი პედაგოგების ერთი ჯგუფი ერთი თვით საზღვარგარეთ გაგვეგზავნა გადასამზადებლად, მინიმუმ 100 ათასი დოლარი დაგვიჯდებოდა. რა სჯობია, ინგლისურენოვანი პედაგოგების აქ ჩამოყვანა თუ ქართველი პედაგოგების უცხოეთში გაგზავნა?
კარგია, რომ ინგლისური ენის გაძლიერებული სწავლება შემოდის, მაგრამ სახელმწიფო ენაზე რამდენად ზრუნავთ. კახა ლომაიას დროს გააუქმდა ქართული ენის პალატა.
მიღებულ გადაწყვეტილებას მე ვერ შევაფასებ... შემიძლია გითხრათ, რომ სამინისტროში ჩამოყალიბდა ქართული ენის სამმართველო, რომელმაც პირველად საქართველოში შექმნა ქართული ენის სტანდარტი და სწავლების მეთოდოლოგია. ქართული ენის სამმართველომ შექმნა ქართული ენის, როგორც მეორე ენის სახელმძღვანელოები და დამხმარე მასალა ჩვენს ქვეყანაში მცხოვროები არაქართველი მოქალაქეებისათვის. მათთვის შეიქმნა პროგრამა, რომლის პრეტზენტაციაც ერთ თვეში იქნება.
ქართული ენის უკეთ სწავლებისთვის, თბილსში ყველა რუსული სკოლა გადაყვანილია ბილინგვურ სწავლებაზე. ეს ნიშავს, რომ პროგრამის 1/3 ამ სკოლებში ქართულად ისწავლება. მომავალ წელს უკვე პროგრამის 2/3 ბილინგვური სწავლებით წარიმართება.
იმ მასწავლებლებისთვის, რომლებიც არაქართულენოვან რეგიონებში ასწავლიდნენ სპეციალური პროგრამა არსებობდა, რომელიც გაუქმდა.
2010 წლიდან არსებობს პროგამა ”ასწავლე საქართველოსთვის”. ჩვენ გავაორმაგეთ იმ მასწავლებლების რაოდენობა, ვინც არაქართულენოვან რეგიონებში ასწავლიან. მათი ხელფასი, რომლებიც ქართულ ენას სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში ასწავლის, 1000 ლარია. მიმდინარე წლის ნოემბერში ახალქალაქში დასრულდება ქართული სკოლის მშენენლობა, სადაც ქართული ენის სწავლების ცენტრი გაიხსნება, იქ არა მარტო მოსწვალეებს, მათ მშობლებსაც ექნებათ ქართული ენის შესწავლის საშუალება.
უკმაყოფილება გამოიწვია ცვლილებამ საგრანტო დაფინასებაში (სამართლის, ჯანდაცვის, ბიზნესის ადმინისტრირების, მასობრივი კომუნიკაცია/ჟურნალისტიკის, საერთაშორისო ურთიერთობებისა და საჯარო მმართველობის ფაკულტეტებზე ჩარიცხული სტუდენტები მხოლოდ 100 პროცენტიანი სახელმწიფო გრანტის მოპოვების შემთხვევაში დაფინანსდებიან. ყველა სხვა მიმართულებაზე სწავლას სახლემწიფო 100%, 70%, 50% და 30% პროცენტიანი გრანტით დააფინანსებს).
დაფინანსების ახალი წესი შეეხება მათ, ვინც სტუდენტი 2011 წელს გახდება. როდესაც ეს საკითხი შევიწავლეთ, გაირკვა, რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში უმაღლეს სასწავლებლებში სწავლისთვის გამოყოფილი დაახლოებით 12 მილიონი ლარიდან, 85% მიდიოდა სამართალმცოდნეობის, საერთაშორისო ურთიერთობების, სამედიცინო და ბიზნესის ფაკუტეტებზე. ამ 4 ფაკულტეტს მიჰქონდა სახელმწიფო დაფინანების 85%. საინჟინრო, ტურიზმი და საბუნებისმეტყველო მიმართულება ფატქობრივად, დაუფინანსებელი რჩებოდა.
აგრარულ უნივესიტეტში წამყვანი ფაკულტეტი სამართალმცოდნება იყო! სტუდენტების 65 % არ სწალობდა აგრარული მიმართულებით. ამიტომაც არის ქვეყანაში ინჟინრების, ფიზიკოსებისა და მათემატიკოსების დეფიციტი. იურიდიული და სამედიცინო ფაკულტეტების პრესტიჟულობა საბჭოთა პერიოდის გამოძახილია. მაშინ ვერ წარმოედგინათ, რომ ინჟინერი წარმატებული ადამიანი შეიძლებოდა ყოფილიყო, რადგან დაბალი ხელფასი ჰქონდა. მეც მიმაჩნდა, რომ წარმატებული ვიქნებიდი თუ იურისტის პროფესია გამორჩეული იყო.დღესაც ქვეყანაში იურიტების პროფიციტია. ამიტომ, ბევრად უფრო საჭირო საინჟინრო და საბუნებისმეტყველო სპეციალობებია. ვისურვებდი, ჩემმა შვილმაც ეს სპეციალობები აირჩიოს.