საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი „ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის“ პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონების (ქვემო ქართლი, სამცხე-ჯავახეთი, კახეთი) არაქართულენოვან სკოლებში დახმარე პედაგოგების (ქართული ენა, საზოგადოებრივი მეცნიერებები) შერჩევის მიზნით.
პროგრამის აღწერილობა:
პროგრამის მიზანია ეროვნული უმცირესობების სამოქალაქო ინტეგრაციის სტრატეგიის ფარგლებში ხელი შეუწყოს ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთისა და კახეთის რეგიონებში მცხოვრები ეროვნული უმცირესობებისათვის ქართული ენისა და საზოგადოებრივი მეცნიერებების საგნების შესწავლის პროცესს. პროგრამის მონაწილეები იცხოვრებენ ადგილობრივ ოჯახებში და მინიმუმ ერთი აკადემიური წლის მანძილზე იმუშავებენ არაქართულენოვან საჯარო სკოლებში.
აუცილებელი მოთხოვნები:
- საქართველოს მოქალაქეობა;
- ქართული ენის სრულყოფილად ფლობა;
- უმაღლესი განათლება (აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება) შესაბამისი მიმართულებით (ქართული ენა და ლიტერატურა, დაწყებითი განათლება, ისტორია, გეოგრაფია, სამოქალაქო განათლება) ან ბოლო 10 წლის განმავლობაში შესაბამისი საგნის სწავლების მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება (ასეთ შემთხვევაში კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ კონკურსანტებს, რომელთაც აქვთ უმაღლესი განათლება ნებისმიერი მიმართულებით)
პროგრამის ხანგრძლივობა: ერთი აკადემიური წელი
სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქვემო ქართლის/სამცხე-ჯავახეთის/კახეთის რეგიონი
პროგრამის იმ მონაწილეებს, რომლებიც წარმატებით დაასრულებენ პროექტს, სსიპ – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი უზრუნველყოფს მაგისტრატურაში სწავლის ხარჯების დაფარვით, სრული სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის ოდენობით ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული საგნების, საგნის მასწავლებლის ან განათლების ადმინისტრირების მიმართულებით.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ ელექტრონულად დარეგისტრირდნენ მიმდინარე წლის 10 ივნისიდან 6 ივლისის ჩათვლით ვებგვერდზე: www.hr.gov.ge.
ქართული ენის დამხმარე მასწავლებლად მუშაობის მსურველთა რეგისტრაცია შესაძლებელია შემდეგ ბმულზე:
https://www.hr.gov.ge/geo/%E1%83%95%E1%83%90%E1%83%99%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%90/jobs/georgia/15972
ისტორიის დამხმარე მასწავლებლად მუშაობის მსურველთა რეგისტრაცია შესაძლებელია შემდეგ ბმულზე:
https://www.hr.gov.ge/geo/%E1%83%95%E1%83%90%E1%83%99%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%90/jobs/georgia/15975
გეოგრაფიის დამხმარე მასწავლებლად მუშაობის მსურველთა რეგისტრაცია შესაძლებელია შემდეგ ბმულზე:
https://www.hr.gov.ge/geo/%E1%83%95%E1%83%90%E1%83%99%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%90/jobs/georgia/15976
კონკურსი ითვალისწინებს შერჩევის სამ ეტაპს:
- I ეტაპი – შემოსული განაცხადების განხილვა და საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა;
- II ეტაპი – ტესტირება შესაბამის საგანში
- III ეტაპი – გასაუბრება.
შესაბამისი საგნის სერტიფიცირებული მასწავლებლები არ გაივლიან შერჩევის მეორე ეტაპს (ტესტირება). შერჩევის მეორე ეტაპს არ გაივლიან ასევე „ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის“ პროგრამის ის მონაწილეები, რომლებიც ერთი წლის (2 აკადემიური სემესტრი) განმავლობაში წარმატებით მუშაობდნენ პროგრამაში და სურვილი აქვთ გააგრძელონ პროგრამის ფარგლებში არაქართულენოვან სკოლებში
ქართული ენის დამხმარე პედაგოგად მუშაობა. აღნიშნული კანდიდატები მოწვეული იქნებიან პირდაპირ გასაუბრებაზე.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით:
სსიპ – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
მისამართი: თბილისი, 0167, გმირ კურსანტთა ქ. №1
ტელ.: (995 32) 220 02 20 (4962, 4903)
ელ-ფოსტა: tkekelidze@tpdc.ge, niremashvili@tpdc.ge, i.gelashvili@tpdc.ge,
ვებ-გვერდი: http://www.tpdc.ge
საკონტაქტო პირები: თამარ კეკელიძე, ნინო ირემაშვილი, ია გელაშვილი
განცხადებების წარმოდგენის საბოლოო ვადაა: 2014 წლის 06 ივლისი.