თავი I. ზოგადი დებულებანი
მუხლი 1. საქართველოს
კანონმდებლობა ზოგადი განათლების სფეროში და ამ
კანონის მოქმედების სფერო
- ზოგადი განათლების
სფეროში საქართველოს კანონმდებლობას შეადგენს საქართველოს კონსტიტუცია, კონსტიტუციური
შეთანხმება, საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, ეს კანონი, სხვა კანონები
და კანონქვემდებარე აქტები.
- ეს კანონი აწესრიგებს
საქართველოში ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების პირობებს, ზოგადი განათლების
მართვისა და დაფინანსების პრინციპებსა და წესს, ადგენს ყველა ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულების (ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად) სტატუსს, მათი დაფუძნების,
საქმიანობის, რეორგანიზაციის, ლიკვიდაციისა და აკრედიტაციის წესს, აგრეთვე ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულების მასწავლებელთა საქმიანობის წარმართვის პირობებსა და წესს.
(2.03.2007. N4412)
ვრცლად