
საქართველოს განათლებისა
და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, ქვეყნის მასშტაბით იგეგმება ძალადობის წინააღმდეგ მასშტაბური კამპანია „ნაბიჯი თანადგომისკენ“. კამპანია
იწყება 19
ნოემბრიდან ბავშვთა მიმართ ძალადობის პრევენციის საერთაშორისო დღეს და სრულდება 10 დეკემბერს – ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს.
აღნიშნული კამპანიის
ფარგლებში, სამინისტრო ორ კონკურსს იწყებს.
ეს გახლავთ ვიდეო-რგოლებისა და ესეების კონკურსები სახელწოდებით - „ნაბიჯი
თანადგომისკენ“.
კონკურსის მიზანია
მოზარდები დააფიქროს იმ ადამიანებზე,
რომელთა უფლებები შეზღუდული იყო ან დღესაც იზღუდება;
ადამიანებზე, რომელთაც უწევთ
დამცირების, ტკივილის, ძალადობისა და შეურაცხყოფის ატანა, ვინაიდან არ აქვთ თანატოლების,
ახლობლებისა და საზოგადოების მხარდაჭერა.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს საჯარო და კერძო
სკოლების საბაზო-საშუალო საფეხურის VII-XII კლასების მოსწავლეებს.
მოგიწოდებთ ჩაერთოდ კონკურსებში, იყოთ აქტიურები და ამით თქვენი წვლილი
შეიტანოთ ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ აქციაში.
კონკურსების თაობაზე
სრული ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია მითითებულ ბმულებში:
ესეების კონკურსი
„ნაბიჯი თანადგომისკენ“
ვიდეორგოლების
კონკურსი „ნაბიჯი თანადგომისკენ“