პეკინის ტექნოლოგიების ინსტიტუტი გამოყოფს 3 სტიპენდიას სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამაზე 2017-2018 სასწავლო წლისთვის.
სტიპენდიები გამოყოფილია სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების შემდეგ მიმართულებებზე: ქიმია, ქიმიური ინჟინერია და ტექნოლოგიები, კომპიუტერული მეცნიერებები და ტექნოლოგიები, ელქტრონული მეცნიერებები და ტექნოლოგიები და სხვა. შერჩევისას უპირატესობა მიენიჭება იმ კანდიდატებს, რომლებიც სწავლების ენად აირჩევენ ინგლისურს.