სეულის ჰანკუკის უცხოურ ენათა უნივერსიტეტი აცხადებს სასტიპენდიო პროგრამას საქართველოს მოქალაქეებისთვის. პროგრამა ითვალისწინებს 4-წლიანი საბაკალავრო საფეხურის სწავლების დაფინანსებას, რომლის ფარგლებშიც სრულად დაიფარება სტუდენტის სწავლის გადასახადი, ხოლო სხვა ხარჯები სტუდენტმა პირადად უნდა გასწიოს. განაცხადს თან უნდა ერთვოდეს კორეის რესპუბლიკაში სტუდენტის ქვეყნის ელჩის, სტუდენტის ქვეყანაში კორეის რესპუბლიკის ელჩის ან კორეის სასწავლო ცენტრის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის რეკომენდაცია. განაცხადები მიიღება როგორც შემოდგომის (აგვისტო-დეკემბრის პერიოდში), ისე გაზაფხულის (თებერვალი-ივნისის პერიოდში) სემესტრისთვის. საბოლოო გადაწყვეტილება განმცხადებლებს ეცნობებათ, შესაბამისად, ივლისში და იანვარში.
სასტიპენდიო პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.
სააპლიკაციო განაცხადის შესავსებად იხილეთ დანართი.