ახალგაზრდობის წარმომადგენელი გაემგზავრება გაეროს სათაო ოფისში (ნიუ იორკი, აშშ), სადაც როგორც საქართველოს დელეგაციის სრულუფლებიანი წევრი, მონაწილეობას მიიღებს გენერალური ასამბლეის მესამე კომიტეტის ღონისძიებებსა და საკომიტეტო მოსმენებში, სიტყვით გამოვა ამავე კომიტეტის სხდომაზე. ასევე მონაწილეობას მიიღებს ახალგაზრდობის შესახებ დადგენილების შემუშავებაში.
პროგრამა „საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი გაეროში" -ს კორდინირებას გააგრძელებს ,,ახალგაზრდობის სააგენტო’’