Facebook Twitter Youtube Flikr
სიახლეები
27/03/2013
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა განათლების 2013-2016 წლების სტრატეგიისა და საგანმანათლებლო საჭიროების იდენტიფიცირების 3 სტანდარტიზებული ინსტრუმენტის პრეზენტაცია გაიმართა.
25/03/2013
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში პროფესიული განათლების ახალი სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის პროექტის განხილვა მიმდინარეობს. დღეს, სამუშაო შეხვედრა 30-მდე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლებთან გაიმართა.
25/03/2013
საქართველოს მასშტაბით სტიქიამ  20 საჯარო სკოლა დააზიანა. სკოლების დიდ ნაწილს ქარმა სახურავი მთლიანად ან ნაწილობრივ გადახადა, ჩამსხვრეულია მინები. სოფელ მუხრანის #1 საჯარო სკოლაში დღეს დილიდან  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი იმყოფებოდა, რომელიც ქარის შედეგად მიყებენულ ზარალს ადგილზე გაეცნო.
21/03/2013
ეთნიკური უმცირესობების საბავშვო ბაღებისთვის ახალი სახელმძღვანელო გამოიცა სახელწოდებით - “ქართული ენა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის”. პუბლიკაცია მოიცავს: ბავშვის სამუშაო რვეულსა და ალბომს, ასევე, აღმზრდელის მეთოდურ სახელმძღვანელოს დამხმარე აუდიომასალით.
19/03/2013
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი დღეს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდა.
18/03/2013
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი საქართველოში აკრედიტებულ ელჩებს, დიპლომატიური კორპუსისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელებს შეხვდა.
15/03/2013
სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს - საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსის მეორე ეტაპი იწყება.
14/03/2013
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მუშაობს მართვის დეცენტრალიზებული მოდელის სრულყოფის ინიციატივაზე, რომლის ფარგლებშიც მოიაზრება ახალი სტრუქტურული ერთეულის - სასკოლო ოლქების შექმნა.
14/03/2013
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს - საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის თანამდებობის დაკავების მიზნით გამოცხადებული კონკურსის პირველი ეტაპი დასრულდა.
14/03/2013
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტმა სმენადაქვეითებული მოსწავლეებისათვის შექმნილი I და II კლასების მათემატიკის ახალი სახელმძღვანელოების პრეზენტაცია გამართა.
12/03/2013
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, ახალი სტრუქტურა - სასკოლო ოლქი იქმნება, რომელშიც რამდენიმე სკოლა შევა. ახალი მოდელის მიხედვით, სკოლის დეცენტრალიზებულ მართვაში ახალი თვითმმართველი რგოლი ჩაერთვება.
11/03/2013
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში დღეს, პროფესიული განათლების ახალი სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის პროექტის  წარსადგენად, დაინტერესებულ მხარეებთან რიგით მეორე გაფართოებული შეხვედრა გაიმართა.
11/03/2013
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი და მინისტრის პირველი მოადგილე თამარ სანიკიძე დღეს, დუშეთის მე-2 საჯარო სკოლის მასწავლებლებს შეხვდნენ და ის ცვლილებები გააცნეს, რომელიც პედაგოგთა შრომის ანაზღაურების გაცემის წესში ახალი წლიდან განხორციელდა.
09/03/2013
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ალუდა გოგლიჩიძემ ოზურგეთში სამუშაო შეხვედრა გამართა, სადაც გურიის რეგიონის საჯარო სკოლების დირექტორებს, პედაგოგებს, საგანმანათლებლო რესურსცენტრების თანამშრომლებსა და მშობლებს შეხვდა.
08/03/2013
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო 8 მარტს ყველა ქალბატონს, განსაკუთრებით კი მანდილოსან პედაგოგებს ულოცავს და წარმატებებს უსურვებს.

 


<   1  2  3  4  5  6  7  8  9  10  11  12  13  14  15  16  17  18  19  20  21  22  23  24  25  26  27  28  29  30  31  32  33  34  35  36  37  38  39  40  41  42  43  44  45  46  47  48  49  50  51  52  53  54  55  56  57  58  59  60  61  62  63  64  65  66  67  68  69  70  71  72  73  74  75  76  77  78  79  80  81  82  83  84  85  86  87  88  89  90  91  92  93  94  95  96  97  98  99  100  101  102  103  104  105  106  107  108  109  110  111  112  113  114  115  116  117  118  119  120  121  122  123   >