საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო გაცნობებთ, რომ ,,უქმე დღეების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 30 აპრილის N153 დადგენილების თანახმად 2024 წლის 7, 8 და 10 მაისი განისაზღვრა უქმე დღეებად.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა მარნეულში ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის ახლად რეაბილიტირებული რეგიონული ცენტრი გახსნა.