ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დაწყებითი საფეხურისა და საბაზო საფეხურის VII კლასის ზოგიერთი საგნისა და საბაზო საფეხურის VIII კლასის სასკოლო სახელმძღვანელოების/სერიების გრიფირების მოსამზადებელი ეტაპზე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობდა ყველა დაინტერესებულ სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანიზაციასთან, მათ შორის სახალხო დამცველის აპარატთან, რომლებმაც, სხვადასხვა სახის აქტივობებით (ტრენინგები/სემინარები/საკონსულტაციო შეხვედრები), მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ავტორებისა და რეცენზენტების გადამზადების მიმართულებით.
შედეგად, მიმდინარე გრიფირების პროცესში, დაინტერესებული პირების მიერ, სხვადასხვა საგნებში წარდგენილ იქნა 58 განაცხადი. რეცენზირების ეტაპზე გადასული განაცხადების რაოდენობა, საგნების მიხედვით, შემდეგია:
N |
საგნის დასახელება |
კლასი |
რეცენზირების ეტაპზე გადასული |
1 |
ქართული ენა და ლიტერატურა |
VIII |
5 |
2 |
მათემატიკა |
VIII |
5 |
3 |
ისტორია |
VIII |
5 |
4 |
გეოგრაფია |
VIII |
3 |
5 |
მოქალაქეობა |
VIII |
4 |
6 |
ფიზიკა |
VIII |
7 |
7 |
ბიოლოგია |
VIII |
4 |
8 |
ქიმია |
VIII |
6 |
9 |
მუსიკა |
VIII |
3 |
10 |
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება |
VIII |
3 |
11 |
პირველი უცხოური ენა (ინგლისური) |
VIII |
1 |
12 |
მეორე უცხოური ენა (გერმანული) |
VIII |
1 |
13 |
მეორე უცხოური ენა (რუსული) |
VII |
3 |
VIII |
3 |
||
14 |
ფიზიკური აღზრდა და სპორტი |
VII |
1 |
VIII |
1 |
||
15 |
ქართული, როგორც მეორე ენა |
V-VI |
2 |
VII |
1 |
||
სულ |
58 |
გრიფირების განაცხადები არ შემოსულა საგნებში: ქართული, როგორც, მეორე ენა (VIII კლ), აფხაზური ენა და ლიტერატურა (I-IV, V-VI, VII და VIII კლ), მეორე უცხოური ენა - ფრანგული (V-VI, VII და VIII კლ) და რუსული, როგორც მშობლიური ენა და ლიტერატურა (I-IV, V-VI და VII კლ).
მნიშვნელოვანია, რომ რეცენზენტთა საგნობრივი ჯგუფები, საგნის სპეციფიკის გათვალისწინებით, დაკომპლექტებულია ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის სტანდარტის შემუშავებაში გამოცდილების მქონე პირის/ეროვნული სასწავლო გეგმის ექსპერტის, პრაქტიკოსი მასწავლებლების, დარგის მეცნიერის, ფსიქოლოგის, ფილოლოგისა და სხვა სპეციალისტისაგან. გარდა ამისა, სასკოლო სახელმძღვანელოებით საზოგაოდების ყველაზე დაინტერესებულ სეგმენტს - მშობლებს, აქვთ შესაძლებლობა, ჩაერთონ სახელმძღვანელოების განხილვის პროცესში და წარმოადგინონ თავიანთი შენიშვნები/რეკომენდაციები.
რეცენზენტთა საგნობრივი ჯგუფების მიერ სახელმძღვანელოების/სერიების რეცენზირების პირველი ეტაპი დასრულდება მაისის დასაწყისში, ხოლო მეორე ეტაპი - ივნისის დასაწყისში.
სასკოლო სახელმძღვანელოსთვის/სერიისთვის გრიფის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება არაუგვიანეს მიმდინარე წლის 19 ივნისისა.