ყატარის სახელმწიფო აცხადებს სასტიპენდიო პროგრამას განვითარებადი ქვეყნებისთვის. პროგრამა მოიცავს:
-არაბული ენის კურსს ყატარის უნივერსიტეტში;
-აკადემიურ საფეხურებზე სწავლას დოჰას უნივერსიტეტში.
სტიპენდიის მოსაპოვებლად პირველი ეტაპისთვის აუცილებელია განაცხადის გაკეთება შესაბამისი სარეგისტრაციო პროცედურების გავლის გათვალისწინებით ზემოაღნიშნული უნივერსიტეტების ოფიციალურ ვებ-გვერდებზე. მეორე ეტაპისთვის, უნივერსიტეტებიდან დასტურის მიღების შემთხვევაშიც კი, აუცილებელია აპლიკანტმა თავისი პროგრამაში მონაწილეობის სურვილის შესახებ შეტყობინება გააგზავნოს შემდეგ ელ.მისამართებზე:
ყატარის უნივერსიტეტი - internationalstudents@qu.edu.qu
დოჰას უნივერსიტეტი- deanstudentsaffairs@dohainstitute.edu.qu