საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრი ევროკავშირის საჯარო სამსახურების დაძმობილების პროგრამის (ტვინინგის) ფარგლებში აგრძელებს აკადემიური სამიტებისა და ტრენინგების ორგანიზირებას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის.
23-25 ივნისს ბათუმის შოთა რუსთვალის სახელობის უნივერსიტეტში გაიმართა სემინარები თემაზე “ევროპული კრედიტების ტრანსფერისა და დაგროვების სისტემა და დიპლომის დანართი”, რომლიც ჩაატარა ლიონის უნივესტეტის გეოგრაფიის, ისტორისა, ხელოვნების ისტორიისა და ტურიზმის ფაკულტეტის დეკანმა პროფესორმა ჟან ლუკ ლამბოლემ და მალბურგის ფილიპსის უნივერსტეტში ევროპული ოფისის ხელმძღვანელმა პროფესორმა კრისტოფერ მოსიმ. მოწვეულმა ექსპერტებმა მონაწილეებს გააცნეს გერმანული და ფრანგული გამოცდილება აღნიშნულ თემატიკაზე.
25 ივნისს სემინარების შემდეგ
ჩატარდა რიგით მესამე რეგიონული აკადემიური სამიტი იგივე თემაზე. აკადემიური სამიტი გახსნა ბათუმის
უნივერსიტეტის რექტორმა ალიოშა ბაკურიძემ. აკადემიურ სამიტზე პრეზენტაციები გააკეთეს სემინარის მონაწილეებმა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო პირველი საჯარო უწყებაა საქართველოში, სადაც ხორციელდება ევროკავშირის საჯარო სამსახურების დაძმობილების პროგრამა. პროგრამა ხორციელდება ევროკავშირის სამეზობლო და პარტნიორობის ინსტრუმენტის ფარგლებში და მიზნად ისახავს საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემაში ევროპული სტანდარტების დანერგვას. პროგრამა ხორციელდება გერმანიასა და საფრანგეთთან ერთად.