წელს, პირველად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ წლის საუკეთესო მოსწავლე, მასწავლებელი, დირექტორი, კერძო და საჯარო სკოლა და ასევე, საუკეთესო რესურს-ცენტრის ხელმძღვანელი გამოავლინა.
წლის საუკეთესო მოსწავლედ ქუთაისის ანდრია რაზმაძის სახელობის ფიზიკა-მათემატიკური სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე ცოტნე ტაბიძე დასახელდა. ცოტნე ტაბიძე 2010 წლის ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში სამგზის გამარჯვებულია, მან პირველი ადგილი მათემათიკასა და ინფორმატიკაში მოიპოვა, ასევე გავიდა მესამე ადგილზე ფიზიკაში.
წლის საუკეთესო მასწავლებლად თბილისის კომაროვის სახელობის ფიზიკა-მათემატიკური სკოლის მასწავებელი ივანე კვიტაშვილი დასახლედა. ბატონ ივანეს მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდო - ღირსების ორდენი მოსწავლეთა საერთაშორისი მათემატიკის ოლიმპიადებზე მიღწეული წარმატებისთვის. ბატონი ივანეს 10 მოსწავლე არის 2010 წლის მათემატიკის ოლიმპიადის გამარჯვებული.
წლის საუკეთესო დირექტორად თბილისის 94-ე საჯარო სკოლის დირექტორი მარინა ჩაგანავა გამოვლინდა. ქალბატონი მარინა, აქტიურად არის ჩართული სკოლის განვითარების საქმიანობაში, მისი ხელმძღვანელობით სკოლაში ტარდება მრავალი ღონისძიება, უმჯობესდება ინფრასტრუქურა. ქალბატონმა მარინამ მოიზიდა ინვესტორი და სკოლას 2010 წელს შესძინა თანამედროვე სტანდარტების საცურაო აუზი, სადაც ფიზკულტურის გაკვეთილების სპორტის გაკვეთილების ცანაცვლების ფარგლებში მოსწავლეებს ცურვისა და წყალბურთის გაკვეთილები ჩაუტარდებათ. სკოლას 2 ოქროსა და 6 ვერცხლის მედლოსანი ჰყავს.
წლის საუკეთესო რესურს-ცენტრის ხელმძღვანელად ოზურგეთის რესურს-ცენტრის ხელმძღვანელი ლელა იმედაშვილი დასახელდა. მას მიღებული აქვს მონაწილეობა სხვადასხვა ტრენინგებსა სემინარებში, ყოფილა ბევრი ღონისძიების და ტრენინგის ორგანიზატორი. მათ შორის:,“გაეროს“ საქართველოს ოფისის ორგანიზებულ ტრენინგში -„ინტერაქტიული სწავლება სკოლებში“, „პერსონალური კომპიუტერული პროგრამა“, „სასკოლო პარტნიორობის პროგრამა“, „სასკოლო გრანტების პროგრამა“, სემინარი რესუსრსცენტრის თანამშრომელთა გადამზადებისთვის, ეროვნული სასწავლო გეგმების დანერგვა, სკოლების ფინანსური მართვა და სხვა. ქალბატონი ლელას ძალისხმევით ოზურგეთის სკოლებში იგეგმება სხვადასხვა ახალი ინიციატივა, მასწავლებლები მუდამ არიან ინფორმირებულები სიახლეების შესახებ.
წლის საუკეთესო ახალ სკოლად ახალი კავკასიის ფრანგული სკოლა დასახლედა. კავკასიის ფრანგული სკოლა სარგებლობს საფრანგეთის საგარეო და ევროპულ საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერითა და დახმარებით. კავკასიის ფრანგულ სკოლაში ბაღიდან დაწყებული საშუალო სკოლით დასრულებული მთელი პროგრამა განხორცილედება თითო დონეზე არსებული თითო კლასით, ადგილობრივად დაქირავებული ფრანგი პედაგოგების მეშვეობით და მოსწავლეთა მცირერიცხოვანი კონტიგენტით. (16-18 მოსწავლე კლასში, 240-270 მოსწავლე მთლიანობაში), რაც სწავლების ხარისხის გარანტი იქნება.
წლის საუკეთესო საჯარო სკოლად თბილისის თავისუფალი ვალდორფის 196-ე საჯარო სკოლა დასახელდა. სკოლაში თანაბრად დიდი მნიშვნელობა ენიჭება როგორც სამეცნიერო, ისე ხელოვნებისა და პრაქტიკული საგნების სწავლებას. გათვალისწინებულია ბავშვთა ასაკობრივი თავისებურებები. სკოლის სპეციფიკისა და მოზარდის ათვისების უნარის გათვალისწინებით სკოლაში მოქმედებს საგნების ინტენსიური სწავლების მეთოდი.
წლის საუკეტესო კერძო სკოლად გ.ზალდასტანიშვილის სახელობის აკადემია დასახელდა.თანამედროვე დასავლური პედაგოგიური მეთოდოლოგიის დანერგვასთან ერთად, აკადემიის ერთ-ერთი უპირველესი მიზანია ღრმად და საფუძვლიანად შეასწავლოს მოსწავლეებს საქართველოს ისტორია და კულტურა, ჩაუნერგოს საქართველოს ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობისადმი პატივისცემა და სიყვარული.
ამერიკულ აკადემიას წელს 53 მეთორმეტეკლასელი ჰყავს, ბევრი მათგანი სწავლას აშშ-ს, დიდი ბრიტანეთისა და ევროპის წამყვან უმაღლეს სასწავლებლებში გააგრძელბს, მაგრამ საქმიანობას დაწყებას მშობლიურ ქვეყანაში გეგმავს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა ზემოთ ჩამოთვლილ ნომინაციებში გამარჯვებულებს სპეციალურად დაწესებული ჯილდოები გადასცა და აღნიშნა, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ყოველთვის წაახალისებს წარმატებულ მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და დირექტორებს, ასევე კერძო და საჯარო სკოლებსაც. რადგან მათ ჰქონდეთ მოტივაცია, რომ კიდევ უფრო დიდ წარმატებებს მიაღწიონ.
მომავალშიც, ყოველწლიურად, გამოვლინდება წარმატებული მოსწავლე, მასწავლებელი, დირექტორი, კერძო და საჯარო სკოლა და ასევე, საუკეთესო რესურს-ცენტრის ხელმძღვანელი.