შეხვედრის მონაწილეებმა ამჯერადაც დეტალურად განიხილეს კოდექსი, გამოთქვეს თავიანთი შეხედულებები, ზოგიერთი მუხლის მიმართ გააჩნდათ გარკვეული შენიშვნებიც. მათი განმარტებით კოდექსი, რომელიც სკოლის დირექტორთა ურთიერთობას არეგულირებს მასწავლებლებთან, მოსწავლეებთან, მანდატურებთან და მშობლებთან ძალზე მნიშვნელოვანი დოკუმენტია და ხელს შეუწყობს სკოლებში სასწავლო და სამუშაო გარემოს გაუმჯობესებას.
დირექტორების პროფესიული ეთიკის კოდექსის განხილვა უკვე მოეწყო თბილისის სკოლის დირექტორებთან, მათი შენიშვნები და შეხედულებები გათვალისწინებული იქნება კოდექსის საბოლოო ვარიანტში.
დირექტორთა ეთიკის კოდექსი სკოლებში ახალი სასწავლო წლიდან ამოქმედდება.