აგრარული უნივერსიტეტის საგამოცდო ცენტრში 2600 აბიტურიენტი ზუსტად 9 საათზე შეუდგა წერას. ტრადიციულად, გარემო იყო მშვიდი და სამუშაო, ხელისშემშლელი ფაქტორების გარეშე. დიმიტრი შაშკინი ერთი საათის განმავლობაში აკვირდებოდა ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის მიმდინარეობას.
1 ივლისს, 08:00 საათზე, საქართველოს 12 საგამოცდო ქალაქში განთავსებულ 14 საგამოცდო ცენტრში აბიტურიენტთა რეგისტრაცია განხორციელდა, ხოლო 09:00 საათზე – პირველი გამოცდის პირველი სესია დაიწყო.
2010 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის 28948 აბიტურიენტია რეგისტრირებული., მათგან 27624 გახდება სტუდენტი, აქედან 25054 ბაკალავრიატის, 2570 – უმაღლესი პროფესიული პროგრამების.