სახელმწიფო სასწავლო გრანტი
ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვების უფლება აქვს საქართველოს მოქალაქეს.
სახელმწიფო სასწავლო გრანტი არ გაიცემა:
აკადემიურ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სახელმწიფო დაფინანსების წესი:
2010 წლიდან აკადემიურ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე სახელმწიფო სასწავლო გრანტი გაიცემა არა მარტო ზოგადი უნარების, არამედ ყველა გამოცდის
(3 სავალდებულო და ერთ-ერთი არჩევითი საგნის) შედეგის მიხედვით.
აკადემიურ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე საგრანტო (აბსოლუტური) ქულის დადგენის წესი:
სახელმწიფოს მიერ აკადემიური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსებისათვის გამოყოფილი თანხის 7% თანაბრად განაწილდება ყოველ არჩევით საგანზე (ლიტერატურა, მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია, ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია – თითოეულზე 1%). დარჩენილი 93% – პროპორციულად განაწილდება კონკურსის შესაბამისად, ანუ იმის მიხედვით, თუ რამდენი აბიტურიენტი აირჩევს ამა თუ იმ არჩევით გამოცდას.
თუ რომელიმე მიმართულებისათვის გამოყოფილი თანხა ბოლომდე ვერ იქნება ათვისებული, დარჩენილი რაოდენობა პროპორციულად გადანაწილდება არჩევით საგნებს შორის.
ყველა საგამოცდო საგანს აქვს თავისი წონა (ზოგადი უნარების გამოცდას _ 1.5, ხოლო ყველა სხვა საგამოცდო საგანს _ 1). თითოეულ გამოცდაში მოპოვებული სკალირებული ქულა მრავლდება შესაბამის წონაზე და მიღებული ქულები ჯამდება.
მაგალითად: თუ აბიტურიენტმა მიიღო ქართულ ენასა და ლიტერატურაში 169,1, ზოგად უნარებში _ 165,7, უცხოურ ენაში _ 164,8 და მათემატიკაში _ 164,0 ქულა, მისი საგრანტო (აბსოლუტური) ქულა გამოითვლება შემდეგი წესით:
169,1X1 + 165,7X1,5 + 164,8 X1 + 164,0 X1 = 746,45.
სახელმწიფოს მიერ სასწავლო გრანტისთვის გამოყოფილი თანხის წლიური მოცულობა განაწილდება შემდეგი პრინციპით:
სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაცემა მოხდება არა ერთიანი რეიტინგული სიის მიხედვით, არამედ ყოველი არჩევითი საგნისთვის (ლიტერატურა, მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია, ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია) შედგება საგრანტო (აბსოლუტურ) ქულაზე დაფუძნებული რეიტინგული სია და კონკრეტული არჩევითი საგნისთვის გამოყოფილი თანხა ამ რეიტინგული სიის მიხედვით განაწილდება. მაგალითად: სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვების მიზნით ერთმანეთს კონკურენციას გაუწევს ყველა ის აბიტურიენტი, რომელმაც ჩააბარა მათემატიკა, ზუსტად ასევე ერთმანეთს შეეჯიბრებიან აბიტურიენტები, რომლებმაც ჩააბარეს ქიმია, ან ლიტერატურა და ა.შ.
თუ აბიტურიენტი ჩააბარებს რამდენიმე არჩევით საგანს, ის სახელმწიფო სასწავლო გრანტს მოიპოვებს სავალდებულო საგნის გამოცდებისა და იმ არჩევითი საგნის გამოცდის შედეგად მიღებული სკალირებული ქულების საფუძველზე, რომლითაც ის მიიღებს სწავლის გაგრძელების უფლებას კონკრეტული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფაკულტეტზე.
თუ აბიტურიენტი ჩააბარებს ფაკულტეტის მიერ მოთხოვნილ ორ ან მეტ არჩევით გამოცდას, ის დაფინანსების კონკურსში მონაწილეობას მიიღებს იმ არჩევით გამოცდაში მოპოვებული სკალირებული ქულით, რომლითაც მეტ დაფინანსებას მოიპოვებს, მიუხედავად
იმისა, რომელი გამოცდის შედეგით ჩაირიცხება
ამ ფაკულტეტზე.
პროფესიულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სახელმწიფო დაფინანსების წესი:
პროფესიულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სახელმწიფო სასწავლო გრანტს აბიტურიენტი მოიპოვებს მხოლოდ ზოგადი უნარების გამოცდების შედეგების საფუძველზე.
შესაძლებლობა სტუდენტებს 2010 წელს მოიპოვონ ან გაიუმჯობესონ სახელმწიფო დაფინანსება
2010 წელს სტუდენტებს, რომლებიც ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე
ჩაირიცხნენ უმაღლეს სასწავლებელში, უფლება აქვთ მონაწილეობა მიიღონ გამოცდების
ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებულ საგრანტო კონკურსში სახელმწიფო
სასწავლო გრანტის მოპოვებისთვის ან გაზრდისთვის.
სტუდენტთა საგრანტო კონკურსში სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოსაპოვებლად სტუდენტმა უნდა ჩააბაროს გამოცდა ზოგად უნარებში ქართულ ან რუსულ ენაზე.
სტუდენტებს უფლება აქვთ მონაწილეობა მიიღონ ერთიან ეროვნულ გამოცდებში და მოიპოვონ სხვა ფაკულტეტზე ან საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების უფლება.