ახალი ნიმუშის სასკოლო ჟურნალი ორი სხავალასხვა ასაკობრივი კატეგორიისთვისაა (I-IV კლ. და V-XII კლ.) განკუთვნილი და იგი სექტემბიდან შევა სკოლებში. მომავალი ჟურნალი საწარმოებლად გაცილებით მარტივი, ინფორმაციულად დატვირთული და გაყალბებისაგან დაცული იქნება.
იცვლება მოსწავლეთა შეფასების სისტემაც, რომელიც მასწავლებლისთვის მარტივი, ბავშვისა და მშობლისთვის კი, გამჭვირვალე ხდება. აღარ იქნება პროცენტების გამოთვლის საჭიროება, ათბალიანი სისტემით შემოღებული იქნება 3 ნიშანი და სამივეს თანაბარი დატვირთვა ექნება. ცოდნა 3 კომპონენტით შეფასდება – საშინაო დავალებაში, საკლასო სამუშაოში და საკონტროლოში. იქნება სემესტრული სწავლება ტრიმესრულის ნაცვლად და სხვ.
შეხვედრა სამუშაო ფორმატში წარიმართა, მასწავლებლები აქტიურად ჩაერთნენ ახალი ჟურნალის სამუშაო ვარიანტის განხილვის პროცესში, მათი შენიშვნებისა და წინადადებების გათვალისწინებით, შეიქმნება ჯურნალის საბოლოო ვარიანტი.