7 ივლისს ტექნიკური უნივერსიტეტის 128 სექტორში 1920 მაგისტრანტობის კანდიდატმა წაკითხულის გააზრებასა და ანალიტიკურ წერაში ჩააბარა ტესტი, თითოეული დავალების შეასასრულებლად მათ ერთი საათი და ათი წუთი ჰქონდათ დათმობილი.
8 ივლისს მაგისტრანტობის მსურველები ლოგიკურ მსჯელობასა და რაოდენობრივ ნაწილში გაივლიან ტესტირებას, ამჯერად მათ თითოეული დავალების შესასრულებლად თითო საათი მიეცემათ.
7 და 8 ივლისს საქართთველოს ყველა დიდ ქალაქში განთავსებულ საგამოცდო ცენტრში ჩატარდება საერთო სამაგისტრო გამოცდები, სპეციალობის გამოცდას კი, 6587 მაგისტრანტობის კანდიდატი, უშუალოდ უმაღლეს სასწავლებლებში ჩააბარებენ.
მაგისტრანტობის კანდიდატები ჩაირიცხებიან საერთო სამაგისტრო გამოცდისა და სპეციალობის გამოცდის შედეგების მიხედვით; სახელმწიფო დაფინანსება საერთო სამაგისტრო გამოცდის შედეგით გაიცემა.