09.07.2010
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრი ევროკავშირის საჯარო სამსახურების დაძმობილების პროგრამის (ტვინინგის) ფარგლებში აგრძელებს აკადემიური სამიტებისა და ტრენინგების ორგანიზებას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის.
რიგით მეოთხე რეგიონალური აკადემიური სამიტი ჩატარდა 7 ივლისს თბილისის ივ.ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში თემაზე “უმაღლესი განათლების სისტემის ინტერნაციონალიზაცია”. აკადემიური სამიტი გახსნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა პროფესორმა გიორგი ხუბუამ და განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის დირექტორმა დავით კერესელიძემ. აკადემიურ სამიტზე პრეზენტაცია გააკეთეს კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორმა ბატონმა ონისე ალფენიძემ და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ქალბატონმა თეა გერგედავამ. სამიტის შემდეგ 7-9 ივლისს იგივე თემაზე გაიმართა სემინარები, რომლებიც ჩაატარა კაროლო ვიჰემინას ტექნიკურ უნივერსიტეტში საერთაშორისო ოფისის ხელმძღვანელმა პროფესორმა ასტრიდ სებასტიენმა. მოწვეულმა ექსპერტმა მონაწილეებს გააცნო გერმანული გამოცდილება აღნიშნულ თემატიკაზე. 30-ზე მეტი წარმომადგენელი უმაღლესი საგანმანათლებლო ინსტიტუტებიდან იყო დარეგისტრირებული ზემოთ აღნიშნულ სემინარებზე დასასწრებად.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო პირველი საჯარო უწყებაა საქართველოში, სადაც ხორციელდება ევროკავშირის საჯარო სამსახურების დაძმობილების პროგრამა. პროგრამა ხორციელდება ევროკავშირის სამეზობლო და პარტნიორობის ინსტრუმენტის ფარგლებში და მიზნად ისახავს საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემაში ევროპული სტანდარტების დანერგვას. პროგრამა ხორციელდება გერმანიასა და საფრანგეთთან ერთად.