მანდატურების პირველ საპილოტე ჯგუფში 21 მანდატური გადამზადდა და ისინი 2010 წლის 15 აპრილიდან, თბილისის შვიდ საპილოტე სკოლაში შევიდნენ. სამკაციანი ჯგუფი, დაკომპლექტებული ერთი ქალბატონისა და ორი მამაკაცისაგან სკოლაში კონფლიქტების, დანაშაულის პრევენციასა და ბავშვებისთვის ყველა სახის დახმარებას უზრუნველყოფდნენ.
მანდატურთა გადამზადების პროცესი მომავალშიც გაგრძელდება, ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე დაგეგმილია 740 მანდატურის გადამზადება. გარდა თბილისისა, სექტემბრიდან დაგეგმილია მანდატურების შესვლა ბათუმის, ქუთაისის, ზუგდიდის, ფოთის, რუსთავის, გორის საჯარო სკოლებში.