გამოცხადებული გრიფირების მიზნებისათვის, იწყება საკონსულტაციო შეხვედრები IX და ზოგიერთი I-VIII კლასების სასკოლო სახელმძღვანელოების/სერიების პოტენციურ ავტორებთან სახელმძღვანელოს მაკეტის ამავე საგნის სტანდარტთან შესაბამისობის საკითხებზე, რა დროსაც გეძლევათ შესაძლებლობა გაეცნოთ ეროვნულ სასწავლო გეგმაში განხორციელებულ სიახლეებს, მოისმინოთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია, დასვათ შეკითხვები და მიიღოთ შესაბამისი პასუხები საგნის ექსპერტებისგან.
შეხვედრები გაიმართება ონლაინ, „Microsoft Teams“ -ის გამოყენებით.
დაინტერესებულმა პირებმა ინფორმაცია შეხვედრების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ დანართის სახით.