საქართველოს ადმინისტრაცია და ადამიანის უფლებათა საბჭო, 2020 წელს კიდევ ერთხელ უერთდება თანასწორობის კვირეულს, რომელიც ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ეგიდით კამპანიის „მე ვირჩევ თანასწორობას“ ფარგლებში გაიმართება. კამპანიის მიზანია თანასწორობის და ადამიანის უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლება და თანასწორობაზე დაფუძნებული მრავალფეროვანი გარემოს შექმნა.
კონკურსის ფარგლებში, 2020 წლის 1 ნოემბრამდე დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ ისტორიების (ვიდეოს, ფოტოს ან ესეს სახით) გაზიარება და იმ ადამიანების შესახებ ინფორმაციის წარდგენა, რომელთაც თანასწორობის ყოველდღიურ ცხოვრებაში დამკვიდრებაში შეაქვთ წვლილი. აღნიშნულთან დაკავშირებით, აპლიკაციები უნდა გაიგზავნოს ელექტრონულ მისამართზე: antidiscrimination.georgia@coe.int სათაურით: თანასწორობის რეპორტიორი.
კონკურსის გამარჯვებულები თანასწორობის კვირეულის ფარგლებში დაჯილდოვდებიან.
კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://www.coe.int/ka/web/tbilisi/-/become-an-equality-reporter
ვიდეო ინსტრუქციები: https://www.youtube.com/watch?v=q7B26bU7vkw&t=5s, https://www.youtube.com/watch?v=g8nL6pr0EZ4&t=11s, https://www.youtube.com/watch?v=HLnQFuN6vjQ