იუნესკო აცხადებს მეფე ჰამად ბინ ისა ალ-ხალიფას პრიზს, განათლებაში საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) გამოყენების მიმართულებით.
2020 წლის კონკურსის თემას წარმოადგენს - ხელოვნური ინტელექტის (AI) გამოყენება სწავლის უწყვეტობისა და ხარისხის ამაღლების მიზნით.
კონკურსს ეყოლება ორი გამარჯვებული და თითოეული მათგანი მიიღებს 25,000 აშშ დოლარის ოდენობის ჯილდოს.
განაცხადების წარდგენა ინგლისურ ან ფრანგულ ენებზე უნდა მოხდეს არაუგვიანეს ა.წ. 18 დეკემბრისა (შუაღამე, პარიზის დროით).
მონაწილეობის კრიტერიუმებისა და სხვა პროცესების შესახებ ინფორმაცია მოცემულია თანდართულ დოკუმენტაციაში ინგლისურ და ფრანგულ ენებზე, ასევე შეგიძლიათ ეწვიოთ შესაბამის ვებ-გვერდს.