საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო აცხადებს მოსწავლეთა ფოტოკონკურსს სახელწოდებით - „ფოტოამბები პანდემიის დროს“. კონკურსის ფარგლებში მოსწავლეები გადაიღებენ ფოტოებს, რომელთა საშუალებითაც ორიგინალური და კრეატიული ფორმებით გამოხატავენ თავიანთ დამოკიდებულებასა და ხედვას ახალი კორონავირუსის (COVID-19) პანდემიის პირობებში შექმნილ გარემოებებთან დაკავშირებით. სმინისტრის ბრძანებით შექმნილი საკონკურსო ნამუშევრების შეფასების კომისია, განიხილავს საკონკურსო ნამუშევრებს და გამოავლენს გამარჯვებულებს. დაწესდება პრიზები კონკურსის ფარგლებში გამარჯვებული მოსწავლეებისთვის.
კონკურსის მიზანი
კონკურსის მიზანია, მოსწავლეებმა ყურადღება გაამახვილონ და შესაბამისად ფოტოებზე ასახონ თავიანთი ხედვა და დამოკიდებულება ისეთი პრიორიტეტული საკითხების შესახებ, როგორიცაა ვირუსის თავიდან აცილების მიზნით ჰიგიენური წესების დაცვა, ერთმანეთზე ზრუნვა და თანაგრძნობა, საგანმანათლებლო აქტივობებში ჩართულობა დისტანციურ რეჟიმში და სხვა. კონკურსი ხელს შეუწყობს მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების გაძლიერებას/გამოვლენას.
პირობები
შეფასების კრიტერიუმები
შენიშვნა: საკონკურსო მასალის შეფასებისას ყურადღება მიექცევა ფოტოს შინაარსის აქტუალობასა და კონკურსის თემატიკასთან შესაბამისობას, მის პოტენციალს - დადებითი გავლენა მოახდინოს საზოგადოებაზე, ფოტოს შესრულების ხარისხს, ორიგინალურობასა და სხვა. ფოტო უნდა გამოხატავდეს პოზიტივს და არა აგრესიას. პლაგიატის შემთხვევაში (მაგალითად, ინტერნეტ სივრცეში ანალოგიურ თემაზე არსებული ფოტო) ნაშრომი არ განიხილება. კონკურსის ფარგლებში გადაღებული პერსონალური მონაცემების შემცველი სურათები გამოქვეყნებულ უნდა იქნეს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
ვადები