სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი აცხადებს კონკურსს ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციისა და საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოების წევრობის კანდიდატთა შესარჩევად.
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს წევრობის კანდიდატები შეიძლება იყვნენ: საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირის ფორმით დაფუძნებული საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები (ადმინისტრაციული, პედაგოგიური პერსონალი), დამსაქმებელთა წარმომადგენლები, განათლების მიმართულებით მომუშავე სამოქალაქო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო წევრობის კანდიდატები შეიძლება იყვნენ: დამსაქმებლის/მათი გაერთიანების, დარგობრივი გაერთიანების, სამოქალაქო სექტორის ან/და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, პროფესიული განათლების ექსპერტები და პროფესიული საგანმანათლებლო პროგამების განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები.
საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს წევრობის კანდიდატები შეიძლება იყვნენ: საჯარო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის ფორმით დაფუძნებული უმაღლესი საგანამანთლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები (ადმინსიტრაციული, სასწავლო/აკადემიური, სამეცნიერო პერსონალი), დამსაქმებელთა წარმომადგენლები, განათლების მიმართულებით მომუშავე სამოქალაქო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, სტუდენტი. ასევე, სამეცნიერო კვლევითი დაწესებულების სამეცნიერო პერსონალის წარმომადგენლები, რომლებსაც გააჩნიათ საგანამანთლებლო დაწესებულების ინსტიტუციური განვითარების ან/და საგანმანათლებლო პროგრამების განვითარების მიმართულებით სათანადო ცოდნა.
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს წევრობის კანდიდატები შეიძლება: იყვნენ საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირის ფორმით დაფუძნებული უმაღლესი საგანმანთლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები (ადმინისტრაციული, სასწავლო/აკადემიური, სამეცნიერო პერსონალი), დამსაქმებელთა წარმომადგენლები, განათლების მიმართულებით მომუშავე სამოქალაქო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, სტუდენტი, ასევე, სამეცნიერო კვლევითი დაწესებულების სამეცნიერო პერსონალის წარმომადგენლები, რომლებსაც გააჩნიათ საგანმანთლებლო დაწესებულების ინსტიტუციური განვითარების ან/და საგანმანათლებლო პროგრამების განვითარების მიმართულებით სათანადო ცოდნა, ასევე, სსიპ - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს წარმომადგენელი.
დეტალური ინფორმაცია კონკურსების წესებისა და და ვადების შესახებ იხილეთ ბმულზე:
https://eqe.ge/ka/posts/2808/ckhaddeba-konkursi-sabtchoebis-tsevrobis-kandidatta-shesarchevad