საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და მწერალთა სახლის ორგანიზებით ჩატარებული პირველი მთარგმნელობითი ლიტერატურული პრემიის „ლიტერა მთარგმნელებისთვის“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
92 საკონკურსო განახადიდან მოკლე სიაში 18 მთარგმნელი მოხვდა, „ლიტერა მთრგმნელებისთვის“ პირველი ლაურეატები კი გახდნენ:
საუკეთესო ახალგაზრდა მთარგმნელი
სალომე ბენიძე - რუპი კაურის წიგნისთვის „რძე და თაფლი“, გამომცემლობა „პალიტრა-L“;
საუკეთესო ჰუმანიტარულ-სამეცნიერო და სამეცნიერო-პოპულარული ლიტერატურის თარგმანი
ლალი უნაფქოშვილი - ჟულიენ გრაკის წიგნისთვის „ქალაქის ფორმა“, გამომცემლობა „აგორა“;
საუკეთესო პროზაული თარგმანი
ზაზა ჭილაძე - უილიამ ფოლკნერის წიგნისთვის „დაუმარცხებლები“, გამომცემლობა „არტანუჯი“;
დავით წერედიანის სახელობის პრემია მთარგმნელობით საქმიანობაში შეტანილი წვლილისთვის კი ელზა ახვლედიანს გადაეცა.
მთარგმნელობითი კონკურსი „ლიტერა მთარგმნელებისთვის“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და მწერალთა სახლის ინიციატივით 2020 წელს დაარსდა და წელს პირველად გაიცა. პრემიის მიზანია მთარგმნელობითი საქმიანობის ხელშეწყობა და სტიმულირება.