2010 წელს ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლას 105 ბაკალავრი და 39 მაგისტრი ამთავრებს, ხოლო სამართლის სკოლას - 134 ბაკალავრი და 3 მაგისტრი, მათ შორის ყველაზე წარმატებულ კურსდამთავრებულებს დიმიტრი შაშკინმა თავად გადასცა წარჩინებულის დიპლომები.
ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი 2001 წლიდან ფუნქციონირებს და მისი მიზანია ქართველი ახალგაზრდებისთვის ბიზნესის, სამართლის, სახელისუფლებო და თვითმართველობის სისტემების უმაღლესი სტანდარტების შესაბამისის განათლების მიცემა. უნივერსიტეტი უზრუნველყოფს პროფესორ-მასწავლებლებს აკადემიური თავისუფლებით, ხოლო სტუდენტებს სასწავლო პროგრამებისა და კურსების ფართო არჩევანით.
წარმატებული და ეფექტური განათლება, რომელსაც ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი სტუდენტებს სთავაზობს, დასავლურ მოდელზეა დაფუძნებული, მაგრამ სრულიად შეესაბამება საქართველოში არსებულ გარემოს.
უნივერსიტეტში ქართველი სპეციელისტების გვერდით უცხოელი პედაგოგებიც მოღვაწეობენ, სასწავლებელი თანამშრომლობს როგორც ადგილობრივ ასევე, უცხოეთის სასწავლო და სამეცნიერო დაწესებულებებთან, ახორციელებს სტუდენტთა გაცვლით პროგრამებს.