23.07.2010
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და სსიპ - განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის ერთობლივი ორგანიზებით ევროკავშირის სამეზობლო და პარტნიორობის ინსტრუმენტის, ტვინინგის პროექტის – ‘შესაძლებლობების გაძლიერება ბოლონიის პროცესის მიზნების განსახორციელებლად’- ფარგლებში გრძელდება სამიტებისა და სემინარების ციკლი.
2010 წლის 23 ივლისს, თბილისი სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის I სასწავლო კორპუსის , ბიბლიოთეკის ‘ცისფერ დარბაზში ‘ ჩატარდა VI რეგიონული სამიტი თემაზე ‘ ახალი მიმართულებები სამედიცინო განათლებაში და ბოლონიის პროცესი’’.
სამიტი გახსნა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა პროფესორმა ზურაბ ვადაჩკორიამ. აკადემიურ სამიტზე ლექციები წაიკითხეს მოწვეულმა გერმანელი ექსპერტებმა – პროფესორმა სობოლ სიბილმა –დუსელდორფის ჰაინრიხ ჰაინეს უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტის თავჯდომარე; ქალბატონმა Uულრიკე არნოლდმა – ბერლინის სამედიცინო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის თავჯდომარე,MEDINE”-ს აღმასრულებელი საბჭოს წევრი და პროფესორმა კლაუს კაიზერმა – ბერლინის პათოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი , ასევე ,საქართველოს სამედიცინო უნივერსიტეტების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურების ხელმძღვანელებმა.
სამიტის დასკვნით ნაწილში გაიმართა ღია დისკუსია , რომელსაც უძღვებოდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე , MEDINE”-ს წევრი , პროფესორი რიმა ბერიაშვილი. ჩატარდა SWOT/GAP – ანალიზი , მომავალი პროგრამული აკრედიტაციისთვის სამედიცინო უნივერსიტეტების მზადყოფნის შესაფასებლად.
სამიტს წინ უძღოდა 3 დღიანი სემინარი ( 20,21,22 ივლისი ). სემინარებზე მოწვეულმა გერმნელმა ექსპერტებმა პროფესორმა სიბილ სობოლმა და ქალბატონმა ულრიკე არნოლდმა ლექციები წაიკითხეს თემაზე :’ახალი მიმართულებები სამედიცინო განათლებაში და ბოლონიის პროცესი’’.
სამიტს და სემინარებს დაესწნენ 14-ე აკრედიტიტებული სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლები.
26 და 27 ივლისს სემინარები ინტეგრირებული დიპლომამდელ სამედიცინო განათლების პროგრამაში პათოლოგიის მოდულის ჩართვის შესახებ ჩაატარა პროფესორმა კლაუს კაიზერმა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო პირველი საჯარო უწყებაა საქართველოში , სადაც ხორციელდება ევროკავშირის საჯარო სამსახურის დაძმობილების პროგრამა. პროგრამა ხორციელდება ევროკავშირის სამეზობლო და პარტნიორობის ინსტრუმენტის ფარგლებში და მიზნად ისახავს საქართველოა უმაღლესი განათლების სისტემაში ევროპული სტანდარტების დანერგვას. პროგრამა ხორციელდება გერმანიასა და საფრანგეთთან ერთად.