11.02.2021
სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური აცხადებს ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრის (სამმართველო) სოციალური მუშაკის შესარჩევ კონკურსს შემდეგ ტერიტორიულ ერთეულებში:
თბილისისა და მცხეთა მთიანეთის ცენტრი
- ქ. თბილისი - 20 ვაკანსია;
- მცხეთის მუნიციპალიტეტი - 2 ვაკანსია;
კახეთის ცენტრი
- თელავის მუნიციპალიტეტი - 2 ვაკანსია;
- გურჯაანის მუნიციპალიტეტი -2 ვაკანსია;
შიდა ქართლის ცენტრი
- გორის მუნიციპალიტეტი - 1 ვაკანსია;
ქვემო ქართლის ცენტრი
- ქ. რუსთავი - 1 ვაკანსია;
- გარდაბნის მუნიციპალიტეტი - 2 ვაკანსია;
- მარნეულის მუნიციპალიტეტი - 2 ვაკანსია;
სამცხე-ჯავახეთის ცენტრი
- ახალციხის მუნიციპალიტეტი - 2 ვაკანსია;
- ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი -2 ვაკანსია;
იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ცენტრი
- ქ. ქუთაისი - 2 ვაკანსია;
- ამბროლაურის მუნიციპალიტეტები -1 ვაკანსია;
სამეგრელოსა და ზემო სვანეთის ცენტრი
- ზუგდიდის მუნიციპალიტეტი - 2 ვაკანსია;
- ქ. ფოთი - 1 ვაკანსია;
აჭარისა და გურიის ცენტრი
- ოზურგეთის მუნიციპალიტეტი - 2 ვაკანსია;
- ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი -1 ვაკანსია;
- ქ. ბათუმი - 2 ვაკანსია;
- ქობულეთის მუნიციპალიტეტი - 1 ვაკანსია;
- ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი -2 ვაკანსია.
კონკურსის პირობები და კანდიდატისათვის წაყენებული სავალდებულო მოთხოვნები:
ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- სოციალური მუშაობის სფეროში ბაკალავრის, მაგისტრის/მაგისტრთან გათანაბრებული ან დოქტორის აკადემიური ხარისხი ან ,,სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სოციალური მუშაობის სერტიფიკატი;
- სოციალური მუშაობის, სოციალური მუშაობის საუნივერსიტეტო პრაქტიკის ან სკოლაში მოხალისეობის მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება;
- სახელმწიფო ენის სრულყოფილად ცოდნა.
პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:
- კომუნიკაბელურობა;
- გამართულად მეტყველების უნარი;
- ინფორმაციის/მონაცემთა ანალიზის უნარი;
- სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტირების უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- სტრესულ გარემოში ეფექტიანად მუშაობის უნარი;
- დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
- გუნდურად მუშაობის უნარი.
შრომის ანაზღაურება: 1200 ლარი (დარიცხული)
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
დასაქმების ფორმა: შრომითი ხელშეკრულება
საკონკურსო თემატიკა:
- საქართველოს კონსტიტუცია (II თავი);
- საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი (III და IV თავები);
- ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონის X1 და X2 თავები;
- ,,სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონი;
- ,,ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 12 სექტემბრის N437 დადგენილება;
- ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორის მინისტრის 2019 წლის 12 ივლისის N141/ნ ბრძანება.
ფუნქციები:
- სოციალური მომსახურების გაწევა საგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეებისა და მათი მშობლების/კანონიერი წარმომადგენლებისათვის;
- საგანმანათლებლო დაწესებულების ქცევითი და ემოციური პრობლემების მქონე მოსწავლეებთან, მათ მშობლებთან/კანონიერ წარმომადგენლებთან, საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციასთან და მასწავლებლებთან სამსახურის მიერ შემუშავებული და დანერგილი სოციალური მომსახურების მიწოდება და სოციალური ინტეგრაციის მხარდამჭერი პროექტების განხორციელება;
- საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურებისათვის, საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციის წარმომადგენლებისათვის, პედაგოგებისათვის, საგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეებისათვის, მათი მშობლების/კანონიერი წარმომადგენლებისათვის საგანმანათლებლო ტრენინგებისა და საინფორმაციო და საგანმანათლებლო ხასიათის შეხვედრების ჩატარება;
- ვიზიტების განხორციელება სკოლებსა და ოჯახებში, ასევე საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში საგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეების, მათი მშობლების/კანონიერი წარმომადგენლების, საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციის წარმომადგენლების, პედაგოგების ინფორმირებასა და სოციალურ კონსულტირება;
- კრიზისულ საკითხებზე მუშაობა;
- შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა საკითხებზე მუშაობა.
ელექტრონულა ფოსტაზე (hr@mandaturi.gov.ge) გამოსაგზავნი დოკუმენტაცია:
- სააპლიკაციო ფორმა (შევსებული სრულად, არა სკანირებული);
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
- უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომი;
- ,,სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სოციალური მუშაობის სერტიფიკატი (იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატს არ აქვს უმაღლესი განათლება სოციალური მუშაობის მიმართულებით);
- სოციალური მუშაობის, სოციალური მუშაობის საუნივერსიტეტო პრაქტიკის ან სკოლაში მოხალისეობის მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი.
კანდიდატს, რომელსაც აქვს უცხო ქვეყნის განათლების დოკუმენტი (დიპლომი), სავალდებულოა იყოს ქართულ ენაზე ნათარგმნი, ნოტარიულად დამოწმებული და აღიარებული ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრიდან.
სამოტივაციო წერილი ივსება სააპლიკაციო ფორმაში (იხილეთ სააპლიკაციო ფორმა).
სოციალური მუშაკის კანდიდატების შერჩევის ეტაპებია:
- კონკურსის გამოცხადება სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ოფიციალურ ვებ-გვერდზე;
- კანდიდატების მიერ წარდგენილი საკონკურსო განაცხადების გადარჩევა;
- კანდიდატის შეფასება (გასაუბრება).
- საბუთების წარდგენა:
- კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებულმა პირმა ზემოთ მითითებული დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინოს ელექტრონული ფორმით, შემდეგ მისამართზე: hr@mandaturi.gov.ge
- დაინტერესებულ კანდიდატს ნებისმიერი ინფორმაცია, მათ შორის, კონკურსის შედეგების თაობაზე, მიეწოდება პირადი ელექტრონული ფოსტის მეშვეობით;
- კონკურსში მონაწილე პირთა განცხადებების მიღება წარმოებს 2021 წლის 8 თებერვლიდან 17 თებერვლის ჩათვლით;
- კონკურსის მონაწილე პირმა ელექტრონული ფოსტის გამოგზავნისას „თემა“-ში (subject) მიუთითოს სახელი და გვარი (ქართული შრიფტით) და შესაბამისი მუნიციპალიტეტის/ქალაქის დასახელება (სადაც გამოცხადებულია ვაკანსია);
განაცხადის შესავსებად გთხოვთ, დააკლიკოთ აქ - სააპლიკაციო ფორმა
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
გადაწყვეტილებას იღებს საკონკურსო კომისია ხმათა უმრავლესობით, განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.
საკონკურსო კომისიის მისამართი: ქ. თბილისი, მ. ალექსიძის მე-2 შესახვევი, N2
კონკურსის შედეგად შერჩეულმა კანდიდატებმა დანიშვნამდე უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
- რეზიუმე;
- 2 ფოტოსურათი, ასევე დისკზე ჩაწერილი;
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- ცნობა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან ნარკოლოგიური აღრიცხვიანობისა და სამედიცინო-ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ;
- ჯანმრთელობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ფორმა N100);
- ცნობა ნასამართლობის შესახებ, რომელიც ასევე შეიცავს ინფორმაციას სქესობრივ დანაშაულზე ნასამართლობის შესახებ (მოხსნილი/გაქარწყლებული ნასამართლობის მითითებით) და უფლებაჩამორთმევის შესახებ.