შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ადმინისტრირებით მიმდინარეობს მეცნიერების პოპულარიზაციის მიმართულების სახელმწიფო საგრანტო კონკურსები. მეცნიერების პოპულარიზაცია, მისი როლის, მიზნებისა და მნიშვნელობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საქმიანობის ერთ-ერთი პრიორიტეტია.
12 თებერვალს გამოცხადდა საგამომცემლო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების 2021 წლის კონკურსი, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს გამოცემისათვის გამორჩეული ხარისხის სამეცნიერო ნაშრომების შერჩევას და გამოქვეყნებას.
საკონკურსო პროექტების ელექტრონული რეგისტრაციის ბოლო ვადა-25 მარტი.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.