”ალიანტე“ არის საერთაშრისო კონკურსი, სადაც ახალგაზრდები მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან წარმოაჩენენ საკუთარ ცოდნას ნატოს, უსაფრთხოებისა და საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში. 2010 წელს, პირველად კონკურსის არსებობის მანძილზე ფინალი ნატოს არაწევრ ქვეყანაში - საქართველოში ჩატარდა.
ეროვნულ კონკურსში გამარჯვებული გუნდები ერთმანეთს შეეჯიბრნენ საერთაშორისო ფინალში, სადაც მონაწილეობა მიიღო 8 ქვეყნის 40 ახალგაზრდამ ლატვიიდან, ლიტვიდან, უნგრეთიდან, პოლონეთიდან, მონტენეგროდან, საქართველოდან, ჩეხეთსა და სლოვაკეთიდან.
კონკურს ”ალიანტეს” საერთაშორისო ფინალი 2010 წლის 28 ივნისს – 1 ივლისს საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში ჩატარდა, ფინალში მონაწილე ახალგაზრდებს ინტელექტულური ტესტის შევსებასთან ერთად ფიზიკური წინააღმდეგობების გადალახვაც მოუწიათ. საუკეთესო შედეგის მქონე 7 გუნდი გამარჯვებულად გამოცხადდა, აქედან 5 ქართული გუნდია, რის გამოც საქართველო გამარჯვებულ ქვეყნებს შორის პირველ ადგილზეა.
კონკურსის ქართველმა გამარჯვებულებმა უცხოელ თანატოლებთან ერთად 10 დღით პოლონეთში იმოგზაურეს. ისინი 26 ივლისიდან 4 აგვისტოს ჩათვლით პოლონეთში იმყოფებოდნენ, სადაც ქ. ვარშავაში ეროვნული თავდაცვის სამინისტროსა და პოლონეთის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბი, ქ. ბიდგოსცჟში ნატოს გაერთიანებული ძალების საწვრთნელ ცენტრი და საჰაერო ბაზები მოინახულეს.
პროექტი განხორციელდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საინფორმაციო ცენტრს ნატოს შესახებ, თავდაცვის სამინისტროს, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის, საჩხერის სამთო მომზადების ბაზის, ილიას უნივერსიტეტის და ქ.თბილისის მერიის მხარდაჭერით.