სააპელაციო კომისიას საგამოცდო ნამუშევრების გადახედვის მოთხოვნით 2 574 აბიტურიენტმა მიმართა, მათგან შედეგები არ შეცვლია 1 711 (66,47%) განმცხადებელს, ქულები მოემატა 712 (27,66%) აბიტურიენტს.
25 აგვისტოს გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.naec.ge results.naec.ge) და ,,კვირის პალიტრის“ სპეციალურ გამოშვებაში გამოქვეყნდება 2010 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი ჩარიცხვების შედეგები და ვაკანტური ადგილების ჩამონათვალი.
ინფორმაცია სახელმწიფო დაფინანსების მოპოვების შესახებ გამოქვეყნდება მეორადი ჩარიცხვების დასრულების შემდეგ (საბოლოო შედეგების გამოქვეყნებისას).
ვაკანტურ ადგილებზე მეორადი განაცხადების მიღება 26 აგვისტოდან 30 აგვისტოს ჩათვლით იწარმოებს.
განაცხადები მიიღება: თბილისში – კოსტავას 77 (ტექნიკური უნივერსიტეტის მე–6 კორპუსი), რაიონებში – საგანმანათლებლო რესურსცენტრებში.