28.08.2010
საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე აკაკი სეფერთელაძე ბათუმის
ქართულ-იტალიურ სკოლას ეწვია და სწავლა-სწავლების
იმ ევროპულ მოდელს გაეცნო, რომლითაც
ახლადაარსებული სკოლა გამოირჩევა. მინისტრის პირველი მოადგილე კერძო სკოლის ინფრასტრუქტურითა და ტექნიკური უზრუნველყოფითაც დაინტერესდა.
სკოლაში 100-მდე მოსწავლე სწავლობს და აქ
ბაღის მოსამზადებელი და სასკოლო პროგრამით გათვალისწინებული ყველა კლასია
გასხნილი.
ქართულ-იტალიურ სკოლაში გაძლიერებულად
ისწავლება იტალიური, ინგლისული, თურქული და რუსული ენები. გარდა ამისა, ამ სკოლის
აღსაზრდელები მონაწილეობას იღებენ გაცვლით პროგრამებში, რომლის მიზანია
წარჩინებული მოსწავლეების იტალიაში გამგზავრება და სასწავლო პროგრამის იქ
დაუფლება.
სკოლაში ფუნქციონირებს კომპიუტერული კლასი, კეთილმოწყობილი ბიბლიოთეკა და სხვადასხვა მიმართულების წრეები.