ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობამ გამოყო სტიპენდიები საქართველოს მოქალაქეებისთვის 2022/2023 აკადემიური სასწავლო წლისათვის.
მსურველებმა უნდა შეავსონ სააპლიკაციო ფორმა შემდეგ ელექტრონულ მისამართებზე: http://www.csc.edu.cn/studyinchina ან http://campuschina.org, ატვირთონ ყველა მოთხოვნილი საბუთი და დანართში მითითებული დოკუმენტაცია ასლის სახით წარმოადგინონ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში (უზნაძის ქ.N52) 2022 წლის 25 იანვრის ჩათვლით.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ დანართში.