2022 წლის 15 აპრილს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ დასაქმების კვირეულში.
ფორუმი დისტანციურად, Zoom-ის პლატფორმის საშუალებით ჩატარდა, რომლის მიზანს სამსახურის მაძიებელი დოქტორანტებისა და კურსდამთავრებულების დამსაქმებლებთან დაკავშირება წარმოადგენდა.
დასაქმების ფორუმში მონაწილეებს დეტალური ინფორმაცია მიეწოდათ სამინისტროს სტრუქტურისა და მისი საქმიანობის შესახებ. ახალგაზრდებმა დიდი ინტერესი გამოხატეს სამინისტროში არსებულ ვაკანსიებთან დაკავშირებით, რაზეც მათ ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს.