საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ევროკომისიასთან და საქართველოში ევროკავშირის დელეგაციასთან თანამშრომლობით, აცხადებს კონკურსს საქართველოში აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის დირექტორის პოზიციაზე.
პირველი უნიკალური რეგიონალური მნიშვნელობის მქონე აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის პროექტი ევროკავშირისა და საქართველოს მთავრობის საერთო ინიციატივას წარმოადგენს. სკოლა ასახულია ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმების განხორციელების სამოქმედო გეგმაში როგორც ერთ-ერთი მიზანი.
პროექტის მიზანია, მოსწავლეების საგანმანათლებლო და დასაქმების შესაძლებლობების გაზრდა, თანამშრომლობის ხელშეწყობა, მულტიკულტურული ურთიერთგაგებისა და მიმღებლობის ჩამოყალიბება.
აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლა შესთავაზებს მაღალი ხარისხის განათლებას აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყნის მოსწავლეებს (აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვა, საქართველო, სომხეთი და უკრაინა).
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს: https://hr.gov.ge