საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი, საფრანგეთის საელჩო საქართველოში, პარი-საკლეს უნივერსიტეტი (Université Paris-Saclay), ირენ ჟოლიო-კიურის ფიზიკის ლაბორატორია - IJCLab, ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაცია - CERN და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია აცხადებენ კონკურსს ფიზიკაში ქართველი კანდიდატებისთვის.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც სკოლის მოსწავლეებს, ასევე, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებს.
კონკურსში მონაწილეობისთვის კანდიდატებმა უნდა აირჩიონ შემდეგი მიმართულებიდან ერთ-ერთი:
დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა წარადგინონ პროექტი ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ერთი გვერდისა, 2023 წლის 19 აპრილამდე შემდეგ მისამართზე: catherine.bourge@ijclab.in2p3.fr.
კონკურსანტმა უნდა მიუთითოს სახელი, გვარი, უნივერსიტეტის ან სკოლის დასახელება, სწავლის საფეხური, ელექტრონული ფოსტის მისამართი და ტელეფონის ნომერი.
შერჩეული კანდიდატები საკუთარ ნამუშევრებს წარადგენენ კონფერენციაზე, რომელიც გაიმართება 2023 წლის 2 მაისს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში.
კონკურსის ფარგლებში გამოვლენილი 3 საუკეთესო პროექტის ავტორი, 2023 წლის ივნისში, სრული დაფინანსებით გაემგზავრება საფრანგეთში. გამარჯვებულ კანდიდატებს საშუალება ექნებათ, მოინახულონ პარი-საკლეს უნივერსიტეტი (Université Paris-Saclay), ირენ ჟოლიო-კიურის ფიზიკის ლაბორატორია - IJCLab, ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაცია - CERN ჟენევაში.