შვეიცარიის საელჩო ავრცელებს ინფორმაციას 2025-2026 აკადემიურ წელს დაგეგმილი ევროპული და საერთაშორისო მმართველობაში გაფართოებული სწავლების პროგრამის შესახებ (Master of Advanced Studies in European and International Governance (MEIG Programme)).
პროგრამა შემოთავაზებულია ჟენევის უნივერსიტეტის მიერ, ჟენევაში გაეროს ოფისთან თანამშრომლობით.
პროგრამა მიზნად ისახავს მონაწილეებს გადასცეს ცოდნა ევროპული და საერთაშორისო მმართველობის შესახებ. არსებობს ნაწილობრივი სტიპენდიის მიღების შესაძლებლობა, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვისაც.
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ვებგვერდზე: www.meig.ch