პრეზენტაცია ეთიკის კოდექსებზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის დირექტორმა გია მამულაშვილმა 51-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს წარუდგინეს.
საქართველოს სკოლებში, კოდექსების დამტკიცებამდე, სამუშაო შეხვედრები და განხილვები ჩატარდა მრჩეველთა საბჭოსთან, დირექტორებთან, მასწავლებლებთან, მოსწავლეებთან და მშობლებთან. კოდექსის საბოლოო ვარიანტში ასახულია ყველა ის კონსტრუქციული შენიშვნა და მოსაზრება, რომლებიც შეხვედრებზე გამოითქვა.
კოდექსის ამოქმედება ხელს შეუწყობს სასკოლო გარემოს გაუმჯობესებასა და ეთიკურად გამართლებული ურთიერთობების დამყარებას მასწავლებლებს, დირექტორებსა და მოსწავლეებს შორის. ეთიკის კოდექსების საფუძველზე, ყველა სკოლა შეიმუშავებს საკუთარ შინაგანაწესს. |