სასტუმრო-კომპლექს ”ბაზალეთში” გამართულ სემინარზე მინისტრმა ვრცლად ისაუბრა ისეთ მნიშვნელოვან სიახლეებზე, როგორიცაა ცვლილებები ეროვნულ სასწავლო გეგმაში, ახალი საგნების სწავლება, სახელმძღვანელოთა ახალი გრიფირების წესი, ინგლისური ენისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების გაძლიერებულად სწავლება, სკოლების ბრენდირება და სხვა.
სამინისტროს 2010-2015 წლების ახალ სამოქმედო სტრატეგიას მინისტრი უახლოეს მომავალში მთავრობის, პარლამენტის, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების, საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს წარუდგენს.
სამუშაო შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და ჟურნალისტებმა ყველა კითხვაზე პასუხი პირადად განათლებისა და მეცნიერების მინისტრისგან მოისმინეს.
ღონისძიების ფარგლებში, რომელიც 11-12 სექტემბერს მიმდინარეობდა პრეზენტაციები წარმოადგინეს: სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის, აკრედიტაციისა და ავტორიზაციის ეროვნული ცენტრის, გამოცდების ეროვნული ცენტრისა და ინფრასტუქტურის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელებმა, მათ ასევე უპასუხეს ჟურნალისტთა შეკითხვებს.