13.09.2010
საქართველოს განთლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა,
ბუნებრივი რესურსებისა და გარემოს დაცვის მინისტრ გოგა ხაჩიძესთან და ილიას
სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორ გიგი თევზაძესთან ერთად სტეფანწმინდაში ალპური
ეკოლოგიის ინსტიტუტი ოფიციალურად გახსნა.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტეფანწმინდის ალპური ეკოლოგიის
ისტიტუტი არის კვლევითი ცენტრი, სადაც
შექმნილია მუშაობის და კვლევის თანამედროვე
პირობები სხვადასხვა დარგის მეცნირებისათვის.
ამავე დროს ალპური ეკოლოგიის ინსტიტუტი შეასრულებს როგორც სტეფანწმინდის, ასევე მთლიანად ამ რეგიონის საგანმანათლებლო ცენტრის ფუნქციას, აქ შესაძლებელი იქნება კონფერენციების, სემინარების, საზაფხულო სკოლების და სხვა ღონისძიებების ჩატარება რეგიონის ახალგაზრდებისათვის.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტეფანწმინდის ალპური ეკოლოგიის ინსტიტუტის განხსნის ცერემონიას ასევე
ესწრებდნენ პრეზიდენტის რწმუნებული მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ცეზარ ჩოჩელი და სხვა ოფიციალური პირები.