ბათუმის 18 საჯარო სკოლში 44 მანდატური იმუშავებს, ყველა მათგანმა გადამზადების ორკვირიანი პროგრამა საქართველოს შსს აკადემიაში გაიარა, ”უსაფრთხო სკოლის პროგრამის” ფარგლებში, სკოლებში დამონტაჟებულია მაღალი დონის თანამედროვე უსაფრთხოების სისტემა, რომელიც სკოლის ფართობიდან გამომდინარე, სხვადასხვა რაოდენობის ვიდეო კამერას მოიცავს. მე-3 სკოლის შიდა და გარე პერიმეტრზე 17 ვიდეოთვალია განლაგებული, რაც იმის გარანტიაა, რომ სკოლაში ბავშვები მუდმივად იქნებიან უფროსების მეთვალყურეობის ქვეშ და შესაბამისად, დაცული იქნება მათი უსაფრთხოება.
მომავალში მანდატურები გარდა კონფლიქტებისა და დანაშაულის პრევენციისა ბავშვებისთვის პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევასაც შესძლებენ. ამით სრულყოფილი ხდება პროგრამა, რომლის განხორციელებასაც მანდატურთა ინსტიტუტის შემოღება ითვალისწინებს.