საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შუამდგომლობით, საქართველოს პრეზიდენტმა სამი მსჯავრდებული არასრულწლოვანი შეიწყალა და პატიმრობიდან გაანთავისუფლა. მერაბ მინდელმა, ლევან დუმბაძემ და რატი დარბაიძემ ერთიანი ეროვნული გამოცდები ჩააბარეს და სტუდენტები გახდნენ.
18 წლის მერაბ მინდელი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტია, 17 წლის რატი დარბაიძე ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ისწავლის ხოლო, 17 წლის ლევან დუმბაძე კავკასიის ბიზნეს სკოლაში.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ყოფილ მსჯავრდებულებს შეხვდა, განთავისუფლება მიულოცა და სწავლაში წარმატებები უსურვა. მინისტრმა სტუდენტებს პერსონალური კომპიუტერები გადასცა.