გამოცხადდა რუმინეთის მთავრობის ყოველწლიური სასტიპენდიო პროგრამა ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეებისათვის 2026-2027 აკადემიური წლისათვის.
დეტალური ინფორმაცია სასტიპენდიო პროგრამის პირობების შესახებ ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: https://scholarships.studyinromania.gov.ro/
განაცხადების მიღება წარმოებს ონლაინ 2026 წლის 31 მარტის ჩათვლით. საკონკურსო შედეგები გამოცხადდება 2026 წლის 15 ივლისს.
აქვე გაცნობებთ, რომ ქალაქ ბუქარესტის (რუმინეთი) პოლიტექნიკური მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ეროვნულმა უნივერსიტეტმა წარმოადგინა ინფორმაცია 2026-2027 სასწავლო წლის საგანმანათლებლო პროგრამებისა და აკადემიური ინიციატივების შესახებ.
ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე https://short-url.org/1puaO
უნივერსიტეტი გამოთქვამს მზაობას, მხარი დაუჭიროს დაინტერესებულ კანდიდატებს უნივერსიტეტის ჩართულობით ვებინარების ორგანიზებაში, საგანმანათლებლო გამოფენებსა და ფორუმებში მონაწილეობაში, საგანმანათლებლო დაწესებულებებში სამუშაო ვიზიტების განხორციელებაში.
ბუქარესტის (რუმინეთი) პოლიტექნიკური მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ეროვნული უნივერსიტეტი არის იმ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა შორის, სადაც შესაძლებელია ზემოაღნიშნული სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში განაცხადის წარდგენა.