,,ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად’’ პროექტის შესახებ ამერიკის სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის განცხადებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა უმნიშვნელოვანესი უწოდა.
,,ჩვენი სტრატეგიული პარტნიორისგან ასეთი მაღალი შაფასების მიღება ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით პროგრამა ,,ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად’’ მომავალ წელს კიდევ უფრო გაფართოვდება. პროექტთან დაკავშირებით ახლახანს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ერთი თვის განმავლობაში, რაც ამერიკელი, კანადელი და ავსტრალიელი მასწავლებლები საქართველოში იმყოფებიან და ასწავლიან, ჩვენს საჯარო სკოლებში ინგლისური ენის სწავლების კუთხით ძალიან სერიოზული გარღვევა მოხდა. ამიტომ, პროგრამა გაფართოვდება და მომავალშიც გაგრძელდება’’.
საქართველოს საჯარო სკოლებში პროგრამა ,,ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად’’ 2010 წლის ახალი სასწავლო წლიდან დაიწყო. ინგლისურენოვანი მოხალისე მასწავლებლები ადგილობრივ პედაგოგებთან ერთად საქართველოს ყველა რეგიონში ასწავლიან და ადგილობრივ ოჯახებში ცხოვრობენ.