საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, ოპტიკურმა კომპანია ”რონიკომ” სერტიფიცირებული პედაგოგებისთვის ექსკლუზიური პროგრამის განხორციელება დაიწყო. პროგრამის ფარგლებში, რომელიც მხედველობის უფასო დიაგნოსტიკას და ოპტიკურ სათვალეებსა და სასათვალე ლინზებზე 40%-იან ფასდაკლებას გულისხმობს, პირველი აქცია განხორციელდა. ღონისძიებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი დაესწრო.
სერტიფიცირებულ მასწავლებლებს რონიკოს ოპტიკურ სალონში, უახლესი სტანდარტების მაღალტექნოლოგიური აპარატურით მხედველობის დიაგნოსტიკა ჩაუტარდათ, კვალიფიციურმა ექიმ-ოფთალმოლოგებმა მათ შესაბამისი კონსულტაციები გაუწიეს. პედაგოგებს ასევე საშუალება ჰქონდათ შეღავათიან ფასებში შეეძინათ უმაღლესი ხარისხის ოპტიკური სათვალეები და სასათვალე ლინზები.
”რონიკო” ყველა სერტიფიცირებულ მასწავლებელს სთავაზობს მომსახურების განსაკუთრებულ პაკეტს. საშეღავათო პაკეტი მოიცავს:
ფასდაკლებით სარგებლობა პედაგოგებს შეუძლიათ ერთჯერადად, 2010 წლის 1 ნოემბრიდან 2011 წლის 1 თებერვლამდე (მიუხედავად სეზონური და სხვა ტიპის აქციებისა).