18-20 ნოემბერს საქართველოში ტარდება საერთაშორისო სემინარი თემაზე ,,მასწავლებელთა მუდმივი პროფესიული განვითარება და კავშირი კარიერულ ზრდასთან’’. სემინარის მონაწილეებს საშუალება აქვთ გაეცნონ:
საერთაშორისო სემინარს საქართველოს განათლებისა დ მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი დაესწრო. მინისტრის განცხადებით, ,,განათლების სისტემის წარმატება მთლიანად მასწავლებლის პროფესიონალიზმზეა დამოკიდებული, სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია მსაწავლებელთა პროფესიული განვითარების პროცესში საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება’’.
სემინარი საერთაშორისო პროგრამის ,,პესტალოცის’’ ფარგლებში ტარდება. პროგრამა ,,პესტალოცი” განათლების პროფესიონალთა ტრენინგების პროგრამას წარმოადგენს, რომელსაც ევროსაბჭო ევროპის კულტურის კონვენციის ფარგლებში ახორციელებს.
პროგრამის მიხედვით მასწავლებლებსა და განათლების სექტორის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ეძლევათ მონაწილეობა მიიღონ პროგრამა ,,პესტალოცის” ფარგლებში ორგანიზებულ სემინარებში. სემინარები მონაწილეებს საგანმანათლებლო ინიციატივებში ევროსაბჭოს სამუშაო და ინტერკულტურული გამოცდილების, კოლეგებთან ინფორმაციის, მასალებისა და ინოვაციური პრაქტიკის გაზიარებას სთავაზობს.
შესაბამისად, სემინარების თემატიკაც ევროსაბჭოს პრიორიტეტული პროექტების მიხედვით განისაზღვრება. ეს პრიორიტეტებია: განათლების როლი სამოქალაქო საზოგადოების ფორმირებაში და ადამიანთა უფლებები; ინტერკულტურული დიალოგი და კონფლიქტების გადაწყვეტა; გენდერული თანასწორობა სკოლის გარემოში და ა.შ.
საქართველო პროგრამა ”პესტალოცში” 2009 წლიდან ჩაერთო. 2009-2010 წლის განმავლობაში ”პესტალოცის” პროგრამის ფარგლებში ორგანიზებულ სხვადასხვა სემინარებსა და სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობა მიიღო 27-მა ქართველმა პედაგოგმა, პედაგოგთა ტრენერმა და განათლების ექსპერტმა საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან.