მარტვილის №1 საჯარო სკოლის მოხალისე მასწავლებლის იან ჰანსენის ინიციატივით, მარტვილში საქართველოს სხვადასხვა რაიონებიდან ამერიკელი პედაგოგები ჩამოვიდნენ და რაიონულ სტადიონზე ფეხბურთში ამხანაგური შეხვედრა გამართეს. უცხოელმა პედაგოგებმა მატჩი მადლიერების დღეს მიუძღვნეს დღესასწაულს, რომელსაც უმეტესად შეერთებულ შტატებსა და კანადაში აღნიშნავენ. ტრადიციულად, მას ზეიმობენ მოსავლის აღების შემდეგ და იგი საერო დღესასწაულად ითვლება.
ქართველი მოსწავლეები დიდი მონდომებით ელოდნენ ამ დღეს. მათ ჰქონდათ ინფორმაცია მადლიერების დღესთან დაკავშირებით, ასევე სურდათ სხვა მოხალისე პედაგოგების გაცნობა და მათთან ერთად ამერიკული ფეხბურთის თამაში. ამ დღეს გაჩნდა იდეა, მომავალში ფეხბურთში შეეჯიბრონ იმ სკოლის მოსწავლეებს, რომელთაც ეს პედაგოგები ასწავლიან, ამ ურთიერთობებით კიდევ უფრო სრულყონ თავიანთი ინგლისური, ახლოს გაიცნონ პედაგოგთა ქვეყნების ტრადიციები.
იან ჰანსენისა და მარტვილში მყოფი მეორე მოხალისე მასწავლებლის მაქსველ ვენსნაიდერის ინიციატივით, ქ. მარტვილის №1 და ბანძის საჯარო სკოლების მოსწავლეებსა და მოხალისე პედაგოგებს შორის 18 ნოემბერსაც გაიმართა ამხანაგური მატჩი კალათბურთში. შეხვედრას აღნიშნული სკოლების მოსწავლეები და პედაგოგები ესწრებოდნენ. მატჩი ხალისიანად ჩატარდა, უფრო დაუახლოვდნენ ერთმანეთს მასწავლებლები და ბავშვები, გაღრმავდა სკოლებს შორის ურთიერთობაც.